საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w12 5/1 გვ. 23
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მსგავსი მასალა
  • სასამართლო ტახტი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კორინთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ილაპარაკე, არ გაჩუმდე“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • პავლე ‘საფუძვლიანად ამოწმებს’ მთელი გაბედულებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
w12 5/1 გვ. 23

იცოდით თუ არა?

რა იყო „სასამართლო ტახტი“, რომელთანაც პავლე მიიყვანეს?

▪ საქმეების 18:12, 13-ში ვკითხულობთ, რომ კორინთელმა იუდეველებმა პავლეს პროზელიტიზმში დასდეს ბრალი და „სასამართლო ტახტის“ ანუ „ბემას“ (ბერძნული სიტყვა, რომელიც „საფეხურს“ ნიშნავს) წინაშე წარადგინეს. ძველ კორინთში, ბაზრის მოედანზე, რომელსაც აგორას უწოდებდნენ, აღმართული იყო კვარცხლბეკი, რომელიც სინაგოგიდან სულ რამდენიმე ნაბიჯით იყო დაშორებული. ამ კვარცხლბეკიდან შესაძლებელი იყო ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა. ლურჯი და თეთრი მარმარილოთი ნაშენი კვარცხლბეკი ნატიფი ორნამენტებით იყო მოჩუქურთმებული. კვარცხლბეკს ჰქონდა ორი ექსედრა, ნახევარწრიული ნიში, სადაც მარმარილოს გრძელი სკამები ელაგა, იატაკი კი მოზაიკით იყო მოპირკეთებული.

როგორც ჩანს, სწორედ ეს კვარცხლბეკი იყო ის სასამართლო ტახტი, სადაც მოციქული პავლე აქაიას პროკონსულის, გალიონის, წინაშე წარადგინეს. ალბათ, ამ ადგილიდან ისმენდნენ გამგებლები სასამართლო საქმეს და თავიანთ გადაწყვეტილებასაც აქედან უცხადებდნენ შეკრებილ ხალხს.

ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში, ჩვეულებისამებრ, ხალხი იკრიბებოდა ამ კვარცხლბეკთან, სადაც მთელი ქალაქის საქმეები წყდებოდა. ბერძნული წერილების, კერძოდ, მათეს 27:19-სა და იოანეს 19:13-ის თანახმად, პილატემ სწორედ თავისი კვარცხლბეკიდან, „ბემადან“, მიმართა ხალხს, როცა იესოს ასამართლებდა (საქმეები 12:21).

რატომ დააბრკოლა ზოგიერთი იუდეველი იესოს სიკვდილის დასჯის მეთოდმა?

▪ პავლე მოციქული პირველი საუკუნის ქრისტიანების სახელით ასეთ რამეს ამბობდა: „ჩვენ . . . ვქადაგებთ ბოძზე გაკრულ ქრისტეს, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის — უგუნურება“ (1 კორინთელები 1:23). რატომ შეიძლებოდა ზოგისთვის დამაბრკოლებელი ყოფილიყო იესოს სიკვდილით დასჯის მეთოდი?

იესოს სიკვდილით დასჯის მეთოდსა და პირველ საუკუნეში ახლო აღმოსავლეთის ხალხების კულტურაზე საუბრისას, ბიბლიის მიმომხილველი ბენ ვიზერინგტონ III ამბობს, რომ „იმდროინდელ მსოფლიოში ასეთი სიკვდილი სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი იყო“. ვიზერინგტონი დასძენს: „იმდროინდელი ხალხის აზრით, ის, თუ როგორ მოკვდებოდა ადამიანი, იმაზე მეტყველებდა, თუ როგორი პიროვნება იყო სიცოცხლეში. აქედან გამომდინარე, ისინი იესოს არამზადად თვლიდნენ, რომელმაც სამშობლოს უღალატა და ისეთ სასჯელს იმსახურებდა, როგორსაც მეამბოხე მონა“. თუ გავითვალისწინებთ ასეთ დამოკიდებულებას, არაგონივრულია იმის მტკიცება, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა თვითონ გამოიგონეს იესოს სიკვდილისა და მისი მკვდრეთით აღდგომის ისტორია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება