საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w13 4/15 გვ. 32
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • მსგავსი მასალა
  • ტაძარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
w13 4/15 გვ. 32

იცოდით თუ არა?

აღადგინეს იერუსალიმის ტაძარი ახ. წ. 70 წლის შემდეგ?

იესომ თქვა, რომ იეჰოვას ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ეს წინასწარმეტყველება ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელთა ჯარმა ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმი მიწასთან გაასწორა (მათ. 24:2). მოგვიანებით იმპერატორი იულიანე გეგმავდა ამ ტაძრის აღდგენას.

იულიანეს მოიხსენიებენ რომის უკანასკნელ წარმართ იმპერატორად. ის იყო კონსტანტინე დიდის ძმისშვილი. იულიანემ მიიღო ეგრეთ წოდებული ქრისტიანული განათლება. თუმცა მოგვიანებით ახ. წ. 361 წელს, როცა იმპერატორი გახდა, მან საჯაროდ უარყო როგორც ეს განათლება, ისე წაბილწული ქრისტიანობა და წარმართულ წეს-ჩვეულებებს მიჰყო ხელი. ისტორიულ წიგნებში იულიანე მოიხსენიება როგორც „განდგომილი“.

იულიანეს სძულდა ქრისტიანობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ 6 წლის ასაკში მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ დახოცეს ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებმა მამამისი და თავისი ნათესავები. საეკლესიო მწერლების თქმით, იულიანემ მოუწოდა იუდეველებს, აღედგინათ თავიანთი ტაძარი, რათა დაემტკიცებინა, რომ იესო ცრუ წინასწარმეტყველი იყო.a

იულიანე რომ ტაძრის აღდგენას გეგმავდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ისტორიკოსები იმაზე კამათობენ, დაიწყო თუ არა მან აღდგენითი სამუშაოები, და თუ დაიწყო, რამ შეუშალა ხელი მის დასრულებაში. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით. ორი წელიც არ იყო გასული იულიანეს იმპერატორად დანიშვნიდან, როცა ის მოკლეს და მისი გეგმაც მასთან ერთად ჩაჰბარდა ისტორიას.

სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა ტაძარი იესოს დროს

a იესოს არ უთქვამს, რომ ტაძარი არასდროს არ აღდგებოდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ ის დაინგრეოდა, რაც შესრულდა კიდეც ახ. წ. 70 წელს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება