საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w13 7/1 გვ. 11
  • ის გულებს გვივსებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის გულებს გვივსებს
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • მსგავსი მასალა
  • „განუზომელია მისი სიკეთე“
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • ყოველივე კარგი — როგორ განვივითაროთ ეს თვისება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • იეჰოვა — კარგი თვისებების სწორუპოვარი მაგალითი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
w13 7/1 გვ. 11

დაუახლოვდით ღმერთს

ის გულებს გვივსებს

ნამდვილად ზრუნავს იეჰოვა ჩვენზე, თუ მას არ აღელვებს ადამიანების გაჭირვება? ბიბლია ამ კითხვაზე მანუგეშებელ პასუხს სცემს. ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ადამიანებზე და მას სურს, რომ ცხოვრებით გავიხაროთ. ღმერთი ყოველდღე უხვად აფრქვევს კურთხევას ადამიანებზე და სიკეთეს არც უმადურებისთვის იშურებს. ვიმსჯელოთ მოციქულ პავლეს სიტყვებზე (წაიკითხეთ საქმეების 14:16, 17).

პავლემ ლისტრაში მცხოვრებთ, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები, შემდეგი სიტყვები უთხრა: „გასულ თაობებში ის [ღმერთი] ნებას აძლევდა ყველა ხალხს, თავიანთი გზებით ევლოთ, თუმცა სიკეთის კეთებით საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია — გაძლევდათ წვიმას ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“. როგორ გაიგეს ეს სიტყვები პავლეს მსმენელებმა?

ლისტრელებს არ გასჭირვებიათ იმის მიხვედრა, რომ პავლე ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა. ისინი ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. ლისტრელებს ნაყოფიერი და წყალუხვი მიწები ჰქონდათ. მაგრამ პავლემ მათ ის ფაქტი შეახსენა, რომ წვიმას და მოსავლიან დროებს ღმერთი აძლევდა. აშკარა იყო, რომ იეჰოვას სიკეთის წყალობით ჰქონდათ ლისტრელებს უხვი მარცვლეული და გემრიელი საჭმელი.

ლისტრელების მიმართ ნათქვამ პავლეს სიტყვებიდან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეიძლება იეჰოვა ღმერთზე.

იეჰოვამ არჩევნის თავისუფლება გვიბოძა. ყურადღება მიაქციეთ იმ აზრს, რომ ღმერთმა ნება დართო ადამიანებს, „თავიანთი გზებით ევლოთ“. ბიბლიის მთარგმნელთათვის განკუთვნილი ერთი ცნობარის თანახმად, ამ ფრაზაში შეიძლება შემდეგი აზრი იგულისხმებოდეს: „ისე ევლოთ, როგორც თვითონ მოეწონებოდათ“ ან „ის ეკეთებინათ, რაც თავად მიაჩნდათ სწორად“. იეჰოვა არავის აიძულებს მისადმი თაყვანისცემას. ღმერთმა არჩევანი ჩვენ დაგვიტოვა, რომ თავად გადავწყვიტოთ, ცხოვრების რომელ გზას დავადგეთ (კანონი 30:19).

იეჰოვას სურს, რომ ვიცნობდეთ მას. ღმერთს „საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია“, — გვიხსნის პავლე. იმავე ცნობარში ვკითხულობთ, რომ ეს ფრაზა შეიძლება შემდეგნაირადაც ითარგმნოს: „ის ნათლად ანახვებს ადამიანებს, თუ როგორი ღმერთია“. შემოქმედება მოწმობს ღვთის „უხილავ თვისებებზე“, რომელთა შორისაა სიკეთე, სიბრძნე, ძალა და სიყვარული (რომაელები 1:20). ბიბლიის ფურცლებით იეჰოვა თავის შესახებ ბევრ რამეს გვიყვება (2ტიმოთე 3:16, 17). განა არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ ღმერთს სურს, ვიცნობდეთ მას?

ღმერთი ყოველდღე უხვად აფრქვევს კურთხევას ადამიანებზე და სიკეთეს არც უმადურებისთვის იშურებს

იეჰოვას სურს, რომ ბედნიერები ვიყოთ. „საზრდოთი და სიხარულით გვივსებს გულებს“, — თქვა პავლემ. ცოდვილებიც კი, რომლებიც იეჰოვას არ აღიარებენ, მიირთმევენ საკვებს თავიანთი გულის გასახარად და ცხოვრებით ტკბებიან. თუმცა ღმერთს უფრო მეტი სურს ჩვენთვის. მისი სურვილია, რომ ნამდვილი ბედნიერების გემო გავიგოთ და ეს მარადიულად გაგრძელდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გავიგებთ ჭეშმარიტებას ღმერთზე და ჩვენს ცხოვრებას ღვთიურ ნორმებს მოვარგებთ (ფსალმუნი 144:15; მათე 5:3).

იეჰოვას სიკეთეს თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვხედავთ. მაშ, უფრო მეტი გაიგეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მადლიერების გამოვლენა ღვთის მიმართ, რომელიც „საზრდოთი და სიხარულით გივსებთ გულებს“.

ივლისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

საქმეები 11—28

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება