საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w13 8/15 გვ. 8
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • მსგავსი მასალა
  • როგორ მოვექცეთ გარიცხულს?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • გამოავლინეთ ქრისტიანული ერთგულება ნათესავის კრებიდან გარიცხვის დროს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • იეჰოვა ოჯახის წევრებზე მეტად უნდა გვიყვარდეს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • როცა ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
w13 8/15 გვ. 8

მკითხველთა შეკითხვები

მართებული იქნება, რომ ქრისტიანი მშობლები კრების შეხვედრებზე თავიანთ გარიცხულ შვილთან დასხდნენ?

ზოგადად, არ ღირს ზედმეტი წუხილი იმაზე, თუ სად დაჯდება გარიცხული სამეფო დარბაზში. ეს ჟურნალი მოუწოდებს მშობლებს, თუ შესაძლებელია, დაეხმარონ თავიანთ გარიცხულ ბავშვს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს. 1989 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ (გვერდები 16, 17 [რუს.]) საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მშობლებს შეუძლიათ ბიბლიის შესწავლაც კი ჩაუტარონ გარიცხულ არასრულწლოვან შვილს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს. ამგვარად ბავშვი მიიღებს საჭირო მხარდაჭერას, რაც მას არასწორი გზიდან მობრუნებაში დაეხმარება.

შესაძლოა, გონივრული იყოს, რომ არასრულწლოვანი გარიცხული სამეფო დარბაზში კრების შეხვედრის დროს მშობლების გვერდით იჯდეს. ვინაიდან არ მოითხოვება, რომ გარიცხული სამეფო დარბაზში უკანა რიგებში იჯდეს, შესაბამისად, მას შეუძლია ნებისმიერ ადგილზე, სადაც მშობლები დასხდებიან, მათ გვერდით დაჯდეს. მშობლებს შვილების სულიერად აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრიათ. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა ხედავდნენ, რომ მათი ბავშვი კრების შეხვედრას ყურადღებით უსმენს. ამიტომ კარგია, მშობლებმა შვილი გვერდით დაისვან და არ დატოვონ უყურადღებოდ.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როცა გარიცხული ბავშვი არ ცხოვრობს მშობლებთან? წლების წინ „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ნომერში ეწერა, რომ „ქრისტიანმა მშობლებმა თავიანთ გარიცხულ შვილებთან ურთიერთობისას, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ, სათანადო დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნონ“.a თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ, როცა ოჯახის წევრები გარიცხულ ოჯახის წევრს კრების შეხვედრაზე თავიანთ გვერდით ისვამენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მასთან ურთიერთობის საბაბს ეძებენ. თუ გარიცხულის ოჯახის წევრებს სათანადო დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ და ცდილობენ, მიჰყვნენ რჩევას, რომელიც გარიცხულებთან ურთიერთობას ეხება, წუხილის მიზეზიც ნაკლები იქნება (1 კორ. 5:11, 13; 2 იოან. 11).

როცა გარიცხული შესაფერისად იქცევა, მას შეუძლია დაჯდეს თავისი ოჯახის წევრების ან კრების სხვა წევრების გვერდით და ამან არ უნდა შექმნას გაუგებრობა კრებაში. შეზღუდვამ იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა იჯდეს გარიცხული, შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. თუ კრების ყველა წევრი, გარიცხულის მშობლების ჩათვლით, აფასებს გარიცხულებთან დაკავშირებით ბიბლიურ პრინციპს და ეს არავის აბრკოლებს, მაშინ ნამდვილად არ ღირს წუხილი იმაზე, ვინ სად დაჯდება კრების შეხვედრის დროს.b

a იხილეთ 1982 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23 (რუს.).

b ეს სტატია ახლებურად აშუქებს იმ საკითხს, რომელიც 1953 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ 223-ე გვერდზე იყო განხილული (ინგლ.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება