საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w14 2/1 გვ. 10
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • მსგავსი მასალა
  • ალოე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტაძარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
w14 2/1 გვ. 10

იცოდით თუ არა?

რა იყო ალოე, რომელსაც ბიბლიურ დროში იყენებდნენ?

არწივის ხე

ალოეს არწივის ხისგან იღებდნენ

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ალოეს ტანსაცმელსა და საწოლზე მოსაფრქვევად იყენებდნენ (ფსალმუნი 45:8; იგავები 7:17; ქებათა ქება 4:14). როგორც ჩანს, ბიბლიურ დროში ალოეს არწივის ხისგან იღებდნენ (Aquilaria-ს ერთ-ერთი სახეობა). როდესაც ხე ჭკნებოდა, ის სურნელოვან ზეთსა და ფისს გამოყოფდა. გამხმარი ხის ნაჭრებს ფქვავდნენ და ყიდდნენ, როგორც ალოეს ფხვნილს.

ბიბლიაში ისრაელის კარავი შედარებულია „არწივის ხეებს, იეჰოვას დარგულს“ (რიცხვები 24:5, 6). აქ შესაძლოა იგულისხმება არწივის ხის ზომები, რომლის სიმაღლე 30 მეტრს აღწევდა და ფართოდ გაშლილი ტოტები ჰქონდა. მართალია, დღეს ისრაელში ეს ხე არ ხარობს, მაგრამ ერთი „ბიბლიური ლექსიკონის“ თანახმად, „ვერავინ უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ეს და სხვა ხეები, რომლებიც დღეს [ამ რეგიონში] არ გვხვდება, ერთ დროს ხარობდა იორდანის მდიდარ და მჭიდროდ დასახლებულ ველზე“.

როგორი შესაწირავები იყო მისაღები იერუსალიმის ტაძარში?

იერუსალიმის ტაძარში ნაპოვნი თიხის ბეჭედი

იერუსალიმის ტაძარში ნაპოვნი თიხის ეს ბეჭედი დაახლოებით 2000 წლისაა

ღვთის კანონის თანახმად ტაძარში მიტანილი ყველა შესაწირავი საუკეთესო უნდა ყოფილიყო. ღმერთი არ მიიღებდა ნაკლიან შესაწირავებს (გამოსვლა 23:19; ლევიანები 22:21—24). ახ. წ. I  საუკუნეში მოღვაწე ებრაელი მწერალი ფილონ ალექსანდრიელი აღნიშნავს, რომ მღვდლები გულდასმით, „თავიდან ფეხამდე“, ათვალიერებდნენ ცხოველებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ცხოველი ჯანსაღი იყო და „არანაირი დეფექტი არ ჰქონდა“.

მკვლევარი ედ სანდერსი აღნიშნავს, რომ ტაძრის გამგებლები „სანდო გამყიდველებს უფლებას აძლევდნენ, მხოლოდ ის ცხოველები და ფრინველები გაეყიდათ, რომლებიც წინასწარ იყო შემოწმებული მღვდლების მიერ. გამყიდველს მყიდველისთვის უნდა მიეცა რაიმე სახის საბუთი, რომელიც მიანიშნებდა, რომ მსხვერპლი უნაკლო იყო“.

2011 წელს არქეოლოგებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს ერთი ასეთი საბუთი. ეს იყო მონეტის ზომის თიხის ბეჭედი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. I საუკუნიდან ახ. წ. 70 წლით. მასზე ამოტვიფრული ორი არამეული სიტყვა ითარგმნება, როგორც „წმინდაა ღვთისთვის“. ფიქრობენ, რომ ტაძრის გამგებლები ამგვარ ნიშნებს შესაწირავისთვის განკუთვნილ პროდუქტებსა თუ ცხოველებს აბამდნენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება