საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w14 12/15 გვ. 21
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • მსგავსი მასალა
  • რახელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • რამა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იაკობი ხარანში
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
w14 12/15 გვ. 21
ჰეროდეს ბრძანებით ბეთლემში ორ წლამდე ბიჭუნები ამოხოცეს

მკითხველთა შეკითხვები

რა იგულისხმა იერემიამ, როცა თქვა, რომ რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს?

იერემიას 31:15-ში ვკითხულობთ: „აი რას ამბობს იეჰოვა: ხმა ისმის რამაში, გოდება და მწარე ტირილი, თავის ვაჟებს დასტირის რახელი. არ სურს ნუგეში ვაჟების გამო, რადგან აღარ არიან ისინი“.

რახელს ორი ვაჟი ჰყავდა და ისინი მასზე ადრე არ დაღუპულან. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ის, რაც იერემიამ რახელის სიკვდილიდან 1 000 წლის შემდეგ დაწერა, სინამდვილეს არ შეეფერება.

რახელის პირველი შვილი იოსები იყო (დაბ. 30:22—24). მოგვიანებით მას ბენიამინი შეეძინა, მაგრამ თავად მშობიარობას გადაჰყვა. იბადება კითხვა: რატომ წერია იერემიას 31:15-ში, რომ რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს, რადგან „აღარ [იყვნენ] ისინი“?

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რახელის პირველ შვილს, იოსებს, მოგვიანებით შეეძინა მენაშე და ეფრემი (დაბ. 41:50—52; 48:13—20). ეფრემი ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ტომი გახდა და ამ სამეფოს 10 ტომს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, რახელის მეორე შვილისგან, ბენიამინისგან წამოსული ტომი იუდასთან ერთად სამხრეთ სამეფოს წარმოადგენდა. ამ გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ რახელი ისრაელის ყველა დედის სიმბოლოა, როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთი სამეფოსი.

იმ პერიოდში, როდესაც იერემიას წიგნი იწერებოდა, ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფო უკვე ასურეთს ჰყავდა დაპყრობილი და ხალხის უმეტესობა — ტყვედ წაყვანილი. თუმცა ეფრემის ზოგიერთი შთამომავალი შესაძლოა იუდას ტერიტორიაზე იყო გაქცეული. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს იუდას ორტომიანი სამეფო. როგორც ჩანს, ბევრი ტყვე შეკრიბეს ქალაქ რამაში, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით, დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობდა (იერ. 40:1). შესაძლოა ზოგი მათგანი სწორედ აქ დახოცეს, ბენიამინის ტერიტორიაზე, სადაც რახელი იყო დამარხული (1 სამ. 10:2). ასე რომ, რახელი გადატანითი მნიშვნელობით შესაძლოა ბენიამინელებს ან რამაში დახოცილებს დასტირის. ისიც დასაშვებია, რომ ამ სიტყვებში იგულისხმება ღვთის ხალხის ყველა დედა, რომლებიც გლოვობდნენ გადასახლებაში წაყვანილ და დახოცილ ისრაელებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, იერემიას სიტყვები, რომ რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს, მიანიშნებდა იმ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც საუკუნეების შემდეგ შესრულდებოდა, როდესაც პატარა იესოს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. მეფე ჰეროდემ ბრძანა, რომ ბეთლემში, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით მდებარეობდა, ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი დაეხოცათ. ასე ამოუხოცეს დედებს შვილები და „აღარ [იყვნენ] ისინი“. წარმოიდგინეთ, დედების გლოვა! თითქოს მათი გოდების ხმა რამამდეც აღწევდა (მათ. 2:16—18).

ამგვარად, სიტყვებში, რახელი დასტიროდა თავის ვაჟებს გამოხატულია ის აზრი, თუ როგორ გლოვობდნენ დედები თავიანთ დახოცილ შვილებს როგორც იერემიას დროს, ისე იესო ქრისტეს დროს. რასაკვირველია, ისინი, ვინც დაიხოცნენ და „მტრის ქვეყანაში“ წავიდნენ, მკვდრეთით აღდგომის დროს მტრის — სიკვდილის — ხელიდან გათავისუფლდებიან (იერ. 31:16; 1 კორ. 15:26).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება