სარჩევი
29 მაისი, 2017 — 4 ივნისი, 2017
რამდენი აღთქმა გაქვთ დადებული იეჰოვას წინაშე: ერთი, ორი თუ მეტი? ფიქრობთ, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებთ მათ შესასრულებლად? სერიოზულად ეკიდებით თქვენს აღთქმებს? ეს სტატია შეგვახსენებს იფთახისა და ხანას შესანიშნავ მაგალითებს, რომლებიც ღვთის წინაშე დადებული აღთქმების შესრულებაში დაგვეხმარება.
5—11 ივნისი, 2017
9 რას მოუღებს ბოლოს ღვთის სამეფო?
შეიძლება ხშირად ვფიქრობთ მომავალ კურთხევებზე. თუმცა ამ სტატიიდან გავიგებთ, რა ჩაჰბარდება წარსულს, როცა იეჰოვა დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. რას აღმოფხვრის იეჰოვა, რომ მსოფლიოში მშვიდობამ და ბედნიერებამ დაისადგუროს? მიღებული პასუხი რწმენას გაგვიძლიერებს და დაგვეხმარება, ბოლომდე მოვითმინოთ.
14 ბიოგრაფია — გადავწყვიტე, ქრისტეს ჯარისკაცი ვყოფილიყავი
12—18 ივნისი, 2017
18 „მთელი დედამიწის მოსამართლე“ ყოველთვის სამართლიანად იქცევა
19—25 ივნისი, 2017
23 იზიარებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს?
თუ ვფიქრობთ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან გვგონია, რომ სხვებს უსამართლოდ ექცევიან, შეიძლება ჩვენი რწმენა, თავმდაბლობა და ერთგულება გამოიცადოს. ამ სტატიებში განიხილება სამი ბიბლიური მაგალითი, რომლებიც დაგვეხმარება, რომ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისი გვქონდეს.
26 ივნისი, 2017 — 2 ივლისი, 2017
28 დაე თქვენმა მზადყოფნის სულმა განადიდოს იეჰოვა!
იეჰოვას არაფერი სჭირდება, თუმცა მას სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ მთელი ძალით ვუჭერთ მხარს მის უზენაესობას. მსაჯულების მე-4 და მე-5 თავებიდან ჩანს, რომ იეჰოვა აფასებს, როცა მზადყოფნით მივყვებით მის მითითებას.