საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 ივნისი გვ. 21
  • „კურთხეული იყოს შენი გონიერება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „კურთხეული იყოს შენი გონიერება“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • მსგავსი მასალა
  • აბიგაილი და დავითი
    ბიბლიური მოთხრობები
  • გონიერი ქალი
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • გონიერი ქალი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ნაბალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 ივნისი გვ. 21
აბიგაილი

„კურთხეული იყოს შენი გონიერება“

ძველ ისრაელში დავითმა ზემოხსენებული სიტყვები უთხრა ერთ ქალს, რომელიც მის შესახვედრად მივიდა. ქალს აბიგაილი ერქვა. რატომ შეაქო ის დავითმა და რას ვსწავლობთ აბიგაილის მაგალითიდან?

დავითი იმ დროს შეხვდა აბიგაილს, როცა მეფე საულს გაურბოდა. აბიგაილის ქმარი, ნაბალი, მდიდარი კაცი იყო და იუდას სამხრეთ მთიანეთში უამრავი ფარა ჰყავდა. თავის ხალხთან ერთად დავითი დამცავ კედლად ედგა ნაბალის მწყემსებსა და ფარებს. მან კაცები გაუგზავნა ნაბალს და სთხოვა, საკვებიდან რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მიეცა მათთვის (1 სამ. 25:8, 15, 16). თუ გავითვალისწინებთ, როგორ იცავდნენ დავითი და მისი ხალხი ნაბალის ქონებას, ასეთ თხოვნაში უჩვეულო არაფერი იყო.

მაგრამ ნაბალმა, რომლის სახელიც უგუნურს ანუ სულელს ნიშნავს, თავისი სახელის მნიშვნელობა გაამართლა. მან უხეშად უპასუხა დავითის კაცებს, შეურაცხყო და ხელცარიელი გაუშვა. დავითმა გადაწყვიტა, დაესაჯა ნაბალი მისი უხეშობისა და უგუნურებისთვის. ნაბალსა და მის სახლეულობას პასუხი უნდა ეგო ასეთი საქციელისთვის (1 სამ. 25:2—13, 21, 22).

როცა აბიგაილი მიხვდა, რა საშინელი შედეგით შეიძლებოდა დამთავრებულიყო დავითის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, გაბედული ნაბიჯი გადადგა. მან პატივისცემით მიმართა დავითს და იეჰოვასთან მისი ურთიერთობა შეახსენა. აბიგაილმა დიდი რაოდენობით სანოვაგე მიართვა ისრაელის მომავალ მეფეს, დავითს, და მის კაცებს. დავითმა, თავის მხრივ, აღიარა, რომ იეჰოვამ აბიგაილის მეშვეობით დაიცვა, რათა ღვთის წინაშე სისხლის ღვრაში არ გამხდარიყო დამნაშავე. მან უთხრა აბიგაილს: „კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან“ (1 სამ. 25:18, 19, 23—35).

ჩვენ არასდროს გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ ნაბალს დავემსგავსოთ და უმადურები ვიყოთ იმისთვის, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება. გარდა ამისა, თუ ვგრძნობთ, რომ შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს, კარგი იქნება, თუ განვმუხტავთ სიტუაციას. ჩვენც შეგვიძლია ფსალმუნმომღერალივით ვუთხრათ ღმერთს: „მასწავლე . . . გონიერება და მომეცი ცოდნა“ (ფსალმ. 119:66).

ჩვენი გონიერება შეიძლება სხვებმაც დაინახონ. მნიშვნელობა არა აქვს, იტყვიან თუ არა ამას ხმამაღლა, მათ შეიძლება გაიფიქრონ ის, რაც დავითმა თქვა: „კურთხეული იყოს შენი გონიერება“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება