განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა აგვისტოში: შემდეგი 32 გვერდიანი ბროშურებიდან ნებისმიერი: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ და „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“. სექტემბერში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ კრებებს, რომლებსაც მარაგში აქვთ წიგნები: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ ან „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, შეუძლიათ მათი შეთავაზება. ოქტომბერში: „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ნებისმიერი ნომერი. სადაც ინტერესი გამოვლინდა, განმეორებითი მონახულებებისას შეიძლება, შეთავაზებულ იქნას ჟურნალები დატარების მარშრუტით. ნოემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა შევეცადოთ, რომ სახლში ბიბლიის შესწავლის მიზნით განმეორებით მივაკითხოთ მათ, რომლებსაც დავუტოვეთ წიგნი.
◼ კრების წიგნის შესწავლებზე 1996 წლის 9 სექტემბრიდან განვიხილავთ „სასწავლო სტატიების“ №8 ბროშურას. შესწავლა გაგრძელდება მე-2 სტატიიდან.
◼ ყოველი კრებისთვის 1997 სამსახურებრივი წლისთვის გამოგზავნილია საკმარისი რაოდენობის ბლანკები. გთხოვთ, ეს ბლანკები ბრძნულად გამოიყენოთ. ისინი მხოლოდ განზრახული მიზნისთვის უნდა იქნას გამოყენებული.
◼ ყოველი კრება მიიღებს სამ ცალ „ლიტერატურის ინვენტარიზაციის ბლანკს“ (S(d)-18). კრების მდივანი უნდა შეხვდეს ლიტერატურაზე პასუხისმგებელს აგვისტოს დასაწყისში და დათქვან დრო თვის ბოლოს კრების ლიტერატურის მარაგის ინვენტარიზაციისთვის. ლიტერატურის მარაგის მიმდინარე ანგარიში უნდა გაკეთდეს და შენაჯამები უნდა ჩაიწეროს „ლიტერატურის ინვენტარიზაციის ბლანკში“. ჟურნალების საერთო რაოდენობის მიღება შეიძლება ჟურნალებზე პასუხისმგებელი ძმისგან. გთხოვთ, ორიგინალი გაუგზავნოთ საზოგადოებას, არა უგვიანეს, 6 სექტემბრისა. ასლები შეინახეთ თქვენი კარტოთეკისთვის. მესამე ეგზემპლარის გამოყენება შეიძლება სამუშაოდ. ინვენტარიზაციას ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მდივანმა და შევსებული ბლანკი უნდა შეამოწმოს თავმჯდომარე ზედამხედველმა. მდივანი და თავმჯდომარე ზედამხედველი ხელს მოაწერენ ბლანკს.
◼ ბრუკლინში არსებული ლიტერატურის ინვენტარიზაციას საზოგადოება 1996 წლის 28 აგვისტოდან 1996 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გააკეთებს. ამ ინვენტარიზაციის გამო ამ დღეების განმავლობაში კრების ლიტერატურის არც ერთი მოთხოვნა გაგზავნისთვის ან მიღებისთვის არ განხორციელდება.
◼ წიგნი, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გამოვიდა შემდეგ ენებზე: ჩინიანჯა, კინიარუანდა, კირუნდი, მალტური, პენჯაბური, სოლომონის კუნძულების პიჯინი, სრანანტონგო, ტუვალუ.
◼ ჩვენ გვსურს, გაცნობოთ, რომ ახლო მომავალში რუსულ ენაზე გამოიცემა შემდეგი ტრაქტატები:
◼ „როგორ უნდა პოვო გზა სამოთხისკენ“ (4 გვერდიანი, ჟურნალის ფორმატის) (rp); „ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (br-74).
◼ ამ ტრაქტატების გამოყენება შეიძლება მუსულმანურ უბანზე. გულითადად გთხოვთ, გამოიწეროთ საჭირო რაოდენობა თქვენი მუსულმანური უბნისთვის. სანამ ხელმისაწვდომი არ იქნება, ისინი უნდა ჩაიწეროს ბლანკის გრაფაში „შეკვეთა მიღებულია“.
◼ ბროშურები „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ 1997 წლისთვის გამოვა მომდევნო ენებზე: ალბანური, ამჰარული, არაბული, აფრიკაანსი, ბენგალური, ბერძნული, ბულგარული, გამარტივებული ჩინური, გერმანული, გრენლანდიური, დანიური, ებრაული, ესპანური, ესტონური, ვიეტნამური, თურქული, იაპონური, ინგლისური, ინდონეზიური, იორუბა, ისლანდიური, იტალიური, კორეული, ლინგალა, ლიტვური, მაკედონური, მალაგასიური, ნეპალური, ნორვეგიული, პაპიამენტო, პენჯაბური, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სებუური, სერბული, სიბემბა, სინჰალური, სლოვაკური, სლოვენური, სპარსული, სუაჰილი, ტაგალური, ტაი, ტამილური, ტვი, უკრაინული, უნგრული, ურდუ, ფინური, ფრანგული, ქართული, შვედური, ჩეხური, ჩინური, ხორვატული, ჰინდი და ჰოლანდიური.
◼ აგრეთვე „1997 წელიწდეული“ გამოვა შემდეგ ენებზე: არაბული, ბერძნული, გერმანული, დანიური, ესპანური, იაპონური, ინგლისური, იტალიური, კორეული, მალაგასიური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუსული, სლოვაკური, უნგრული, ფინური, ფრანგული, შვედური, ჩეხური, ჩინური და ჰოლანდიური.
◼ მომდევნო ენებზე გამოვა „1997 წლის კალენდარი“: ალბანური, ბერძნული, გერმანული, დანიური, ესპანური, ესტონური, თურქული, იაპონური, ინგლისური, ინდონეზიური, იტალიური, კორეული, ლიტვური, მალაგასიური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სერბული, სლოვაკური, სლოვენური, ტამილური, უკრაინული, უნგრული, ფინური, ფრანგული, ქართული, შვედური, ჩეხური, ჩინური, ხორვატული და ჰოლანდიური.
◼ როცა იწერთ ამ პუბლიკაციებს („საღვთო წერილის განხილვა“, „წელიწდეული“ და „კალენდარი“), გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ ისინი არ უნდა გამოიყენოთ სამქადაგებლო მსახურებაში. ისინი არის მხოლოდ მაუწყებლებისთვისა და მათთვის, რომლებიც კარგ წინსვლას აკეთებენ. ეს პუბლიკაციები არ უნდა გქონდეთ დაგროვილი კრებაში. უხუცესების ყველა საბჭოსა და ლიტერატურაზე პასუხისმგებლებს გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის, წაიკითხოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების სიის“ მე-5 გვერდზე მე-19 და მე-20 აბზაცები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რამდენი გამოწიერო ეს ლიტერატურა. გთხოვთ, 1997 წლის „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“, „წელიწდეული“ და „კალენდარი“ გამოიწეროთ დროულად, ისე რომ, მოთხოვნა „სოლნეჩნოეში“ მივიდეს არა უგვიანეს 1996 წლის 1 სექტემბრისა.
◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:
ამჰარული: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (პატარა ფორმატი); „საკითხები — ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“. არაბული: „უგალობეთ იეჰოვას ქებათა ქება“ — დიდი შრიფტი (მხოლოდ ტექსტები). გილბერტული: „ბიბლიის სწავლების საწყისები“. ვიეტნამური: „უზენაესი მამის ძიებაში“. იაპონური: „დასრულდება თუ არა ტანჯვა ოდესმე?“ (T-75). მაჰორიული: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ რუსული: „მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?“ (kmi 11/90) (ეს არის დანართი km 2/96, მხოლოდ მაუწყებლებისთვის). სერბიული: „დაიცავით თქვენი ბავშვები სისხლის უმართებულო გამოყენებისგან“ (kmi 9/92). სინჰალური: „დასრულდება თუ არა ტანჯვა ოდესმე?“ (T-75). ტაი: „დასრულდება თუ არა ტანჯვა ოდესმე?“ (T-75). ტონგური: „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“. ტიგრე: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (პატარა ფორმატი). ქართული: „სასწავლო სტატიები“ №11 (br11); „მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?“ (kmi 11/90) (ეს არის დანართი km 2/96, მხოლოდ მაუწყებლებისთვის). ხორვატული: „დაიცავით თქვენი ბავშვები სისხლის უმართებულო გამოყენებისგან“ (kmi 9/92). ჰერერო: „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (პატარა ფორმატი).
◼ რუსულ ენაზე მეტად აღარ გამოვა 1996 წლის გამოცემები: „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“, „წელიწდეული“ და „კალენდარი“.