განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა დეკემბერში: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. (რუს.) თებერვალში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (რუს.) მარტში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
◼ დეკემბრის ლიტერატურის შეკვეთასთან ერთად კრებებმა უნდა დაიწყონ 1996 წლის „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის აკინძული ტომების გამოწერა (იხილე „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების სია“, აბზაცები 7, 8 [რუს.]). აკინძული ტომები ხელზე იქნება შემდეგ ენებზე: ბერძნული, გერმანული, ესპანური, თურქული, იაპონური, ინგლისური, იტალიური, კორეული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, ფრანგული, ჩინური, ხორვატული, ჰოლანდიური. სანამ ხელზე არ არის აკინძული ტომები, ეს აღნიშნული იქნება კრებისთვის გამოგზავნილის სიებში, როგორც „შეკვეთა რეგისტრირებულია“. აკინძული ტომები სპეციალური შეკვეთებია.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების ფინანსები 1 დეკემბრიდან ან, რაც შეიძლება, მალე. როცა ეს შესრულდება, განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.
◼ გახსენების საღამო 1998 წელს იქნება შაბათს, 11 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს ნაადრევი მითითება 1998 წლის გახსენების საღამოს ზეიმთან დაკავშირებით იმიტომაა, რომ ძმებმა შეძლონ აუცილებელი რეზერვაციის გაკეთება ან მოლაპარაკების გამართვა დარბაზებთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, როდესაც რამდენიმე კრება იყენებს ერთსა და იმავე სამეფო დარბაზს და მათ უნდა მოძებნონ სხვა შენობა.
◼ კარგია გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდ სარგებლობას წერითი გამეორებიდან ვღებულობთ მაშინ, როდესაც წინასწარ ვემზადებით და შემდეგ, გამეორების დროს, მხოლოდ ბიბლიას ვიყენებთ. ჩურჩულმა ან საუბარმა გამეორების დროს შეიძლება ყურადღება გაუფანტოს სხვებს. უხუცესები აგრეთვე უნდა დარწმუნდნენ, რომ გამეორების დროს არ იყოს არავითარი მუსიკა, რათა ყურადღების გამფანტავი მიზეზები მინიმუმზე იყოს დაყვანილი.
◼ 1997 წლის 1-ლი იანვრიდან დაწყებული სოლნეჩნოეში, ადმინისტრაციულ ცენტრში, მოეწყობა ექსკურსიები სამუშაო დღეებში 8.15-დან 11.15-მდე და 13.15-დან 16.15-მდე და შაბათობით 8.15-დან 11.15-მდე. სხვა დროს ან კვირაობით არ მოეწყობა ექსკურსიები. დიდად იქნება დაფასებული, თუ 10 ან მეტი ადამიანისგან შემდგარი საექსკურსიო ჯგუფი დაუკავშირდება, სულ მცირე, ერთი კვირით ადრე ადმინისტრაციულ ცენტრს ექსკურსიის დასაგეგმად. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, რომ სატელეფონო ზარები ადმინისტრაციული ცენტრის სხვადასხვა განყოფილებებში მიღებული იქნება სამუშაო საათების განმავლობაში (8.00—17.00 სამუშაო დღეებში, 8.00—12.00 შაბათობით, მოსკოვის დროით). ბეთელის ოჯახის წევრს პირადად შეგიძლიათ დაურეკოთ ნებისმიერ დღეს 8.00-დან 22.00-მდე. სხვა დროს სატელეფონო ზარები, უკიდურესად აუცილებელი ხასიათის გარდა, არ იქნება მიღებული. გმადლობთ ამ საკითხში თანამშრომლობისთვის.
◼ კრების წიგნის შესწავლებზე 1997 წლის 6 იანვრიდან განვიხილავთ „სასწავლო სტატიების“ №11 ბროშურას. შესწავლა დაიწყება 1-ლი სტატიიდან.
◼ წიგნი — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ უკვე ხელზეა შემდეგ ენებზე: არაბული, აფრიკაანსი, ევე, ესტონური, ეფიკი, ვიეტნამური, თურქული, იბო, ისოკო, ლატვიური, პენჯაბური, სამხრეთ სოტო, სეპედი, სიბემბა, შონა, ჩინიანჯა, ფიჯი, ჰაუსა.
◼ ბროშურა — „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, შეიძლება შეკვეთილი იყოს შემდეგ ენებზე: არაბული, ახალი გვინეის პიჯინი, ბამბარა, ბისლამა, გა, ევე, ეფიკი, თურქული, იბო, იგალა, იორუბა, ისოკო, კრეოლური, მალტური, სუაჰილი, ტამილური, ტივი, ტონილური, ტრუკი, ტუვალუ, ურდუ, ჰაუსა, ჰაიტი, ჰინდი.
◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:
ჩინური (მარტივი): „უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება — როგორ ვიპოვოთ ისინი?“ ებრაული: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ინდონეზიური: „მსჯელობა წერილების საფუძველზე“. კანადა (კანარა): „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. მაჰორიული: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ მალტური: „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“. სინჰალური: „საღვთო წერილი“. ჩინიანჯა: „ბიბლია — ღმერთის სიტყვაა თუ ადამიანის?“
◼ სერბულ ენაზე მეტად აღარ გამოვა „საღვთო წერილი“.