განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა თებერვალში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ მარტში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. აპრილსა და მაისში: ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ნებისმიერი ნომერი. შუა კვირაში მსახურებისას და ხშირად დამუშავებულ უბანზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ახალი ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“
◼ კრების წიგნის შესწავლებზე 1997 წლის 17 მარტიდან განვიხილავთ ბროშურას „ნახე მე ვქმნი ყოველივე ახალს“.
◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ ყველა სრული დროით პიონერის საქმიანობას. თუ ვინმეს უჭირს საათების მოთხოვნის შესრულება, უხუცესებმა ღონისძიება უნდა გასწიონ მათ დასახმარებლად. რჩევებისთვის განიხილე საზოგადოების წერილები (S-201) 1995 წლის 1 დეკემბრისა და 1994 წლის 1 ოქტომბრისთვის. აგრეთვე იხილე „ჩვენი სამეფო მსახურების“ 1993 წლის ივნისის დანართი. აბზ. 7–15 (რუს.).
◼ მაუწყებლებმა, რომლებსაც სურთ დამხმარე პიონერად მსახურება მარტში, აპრილსა და მაისში, ახლა უნდა დაისახონ გეგმები და ადრევე შეავსონ განცხადება. ეს დაეხმარება უხუცესებს, აუცილებელი სამქადაგებლო მსახურების ღონისძიებები გასწიონ და ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის საკმარისი მარაგი გამოიწერონ. ყველა, ვინც დამხმარე პიონერი გახდება, უნდა გამოაცხადონ კრებაში.
◼ ახალი პუბლიკაციები:
აზერბაიჯანული: „მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება — იქნება თუ არა ოდესმე?“ (T-17), „იეჰოვას მოწმეები — რა სწამთ მათ“ (T-18).
ასურული: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“
კამბოჯური: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“
ლაოსური: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (პატარა ფორმატი).
პოლონური: ბროშურა „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“ 1997 (bsi97).
რუსული: „წმინდა წერილები“ (biFgn97).
სპარსული: „ბიბლიის სწავლების საწყისები“.
ტამილური: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
ჰინდი: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.