გაბედე განმეორებითი მონახულებების გაკეთება
1 ღებულობ თუ არა სიხარულს განმეორებითი მონახულებებით? მრავალი მაუწყებელი ხარობს. შეიძლება თავდაპირველად გეშინოდა, განსაკუთრებით ისეთ მობინადრეებთან კვლავ მისვლა, რომლებმაც მცირე ინტერესი გამოავლინეს პირველი მონახულებისას. მაგრამ, თუ გაბედავ ჩვენი ღვთის დახმარებით, რომ სახარება იქადაგო განმეორებითი მონახულებებისას, შეიძლება გაგიკვირდეს, რამდენად ადვილი და დამაჯილდოებელი შეიძლება იყოს ეს საქმე (1 თეს. 2:2). როგორ?
2 ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი განსხვავებაა განმეორებითსა და პირველ მონახულებას შორის. განმეორებითი მონახულება კეთდება უკვე ნაცნობთან და ძირითადად მასთან უფრო ადვილია საუბარი, ვიდრე უცნობთან. რაც შეეხება უხვ ჯილდოს, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობის შედეგია — განმეორებითმა მონახულებებმა შეიძლება ბიბლიის ნაყოფიერი საშინაო შესწავლები დაგაწყებინოს.
3 როცა კარდაკარ ვმსახურობთ, განმეორებით მივდივართ ადამიანებთან, რომლებიც არ დაინტერესდნენ წინა მონახულებებისას. მაშინ, რატომღა მივაკითხოთ კვლავ? ჩვენ ვხვდებით, რომ ადამიანთა ვითარებები იცვლება და წინა მონახულებისას გულგრილი ან მოწინააღმდეგე პიროვნებაც კი შეიძლება დაინტერესდეს მომდევნო მონახულებისას. ამის მხედველობაში მიღებით, ვემზადებით განმეორებითი მონახულებისთვის და იეჰოვას ლოცვაში ვთხოვთ კურთხევას, რათა ჩვენმა ნათქვამმა კეთილგანწყობილი გამოხმაურება გამოიწვიოს.
4 თუ კარდაკარ მსახურებისას ხალისით ვუქადაგებთ პიროვნებებს, რომლებმაც წინა შეხვედრაზე საერთოდ არ გამოავლინეს ინტერესი, ნუთუ უფრო მეტი ხალისით არ დავბრუნდებით ვინმესთან, რომელმაც თუნდაც მცირე ინტერესი გამოავლინა სამეფოს შესახებ ცნობისადმი? (საქ. 10:34, 35).
5 მრავალი ჩვენგანი ახლა იმიტომ არის ჭეშმარიტებაში, რომ მაუწყებელი მოთმინებით აღსავსე მოდიოდა ხელახლა ჩვენთან. თუ ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენ, შეიძლება ჰკითხო საკუთარ თავს: „როგორი შთაბეჭდილება დავტოვე იმ მაუწყებელზე პირველი მონახულებისას? დაუყოვნებლივ მივიღე სამეფოს შესახებ ცნობა, როცა პირველად მოვისმინე ის? გულგრილი ხომ არ ვჩანდი?“ უფრო მეტიც, ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მაუწყებელმა, რომელიც ისევ მოვიდა ჩვენთან, განმეორებითი მონახულების ღირსად ჩაგვთვალა და ‘გაბედა [თავისი] ღვთის დახმარებით’, მოსულიყო და ესწავლებინა ჭეშმარიტება (1 თეს. 2:2). რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებიც ინტერესდებიან პირველად, მაგრამ მოგვიანებით, თითქოს, გაგვირბიან? როგორც მომდევნო შემთხვევა გვიჩვენებს, მთავარია დადებითი დამოკიდებულება.
6 ერთ დილას, როდესაც ორი მაუწყებელი ქუჩაში ქადაგებდა, შეხვდნენ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბავშვს ასეირნებდა საბავშვო ეტლით. ქალმა აიღო ჟურნალი და შემდეგი კვირისთვის მიიწვია დები სახლში. ისინი მივიდნენ დანიშნულ დროს, მობინადრემ კი უთხრა მათ, რომ დრო არ ჰქონდა სალაპარაკოდ. მაგრამ ის დაჰპირდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა შემდეგი კვირის განმავლობაში. დებს ეეჭვებოდათ, რომ დაიმახსოვრებდა დანიშნულ დროს, მაგრამ როცა ისინი ისევ მივიდნენ, ნახეს, რომ ის ქალი ელოდებოდა მათ. ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და ქალის წარმატება საოცარი იყო. მოკლე დროში დაიწყო შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. ახლა ის მონათლულია.
7 საფუძველი ჩაყარე პირველი მონახულებისას. წარმატების მომტან განმეორებით მონახულებას ხშირად საფუძველი ეყრება პირველ მონახულებაზე. ყურადღებით მოუსმინე მობინადრის კომენტარებს. რას გეუბნება ის? რელიგიურია პიროვნება? აწუხებს თუ არა საზოგადოებრივი საკითხები? აინტერესებს მეცნიერება? ისტორია? გარემო პირობები? პირველი მონახულების დასასრულისას შეგიძლია დასვა ფიქრის აღმძვრელი კითხვა და დაპირდე, რომ შემდეგი მოსვლისას განიხილავ ბიბლიურ პასუხს ამის შესახებ.
8 მაგალითად, თუ მობინადრე ეთანხმება ბიბლიის დაპირებას დედამიწაზე სამოთხის შესახებ, ამ საკითხზე მომდევნო საუბარი იქნება სათანადო. წასვლის წინ შეგიძლია კითხო: „როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ღმერთი შეასრულებს ამ დაპირებას?“ შემდეგ დასძინე: „შესაძლოა, მოვიდე, როცა ოჯახის დანარჩენი წევრებიც სახლში იქნებიან და შემდეგ გიჩვენებთ ბიბლიის პასუხს ამ კითხვაზე“.
9 თუ მობინადრე არ ავლენს ინტერესს არც ერთ განსაკუთრებულ საკითხზე, შეგიძლია ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც მოცემულია შეთავაზებებში „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გვერდზე და გამოიყენო მომდევნო საუბრის საფუძვლად.
10 გააკეთე ზუსტი ჩანაწერები. კარდაკარ მსახურების ჩანაწერი ზუსტი და სრული უნდა გქონდეს. სახლიდან გამოსვლის შემდეგ, რაც შეიძლება, მალე ჩაიწერე მობინადრის სახელი და მისამართი. ვარაუდით ნუ ჩაწერ სახლის ნომერს ან ქუჩის სახელს — შეამოწმე ინფორმაცია, რათა დარწმუნდე, რომ სწორია. აღწერე პიროვნება. აღნიშნე განხილული საკითხი, წაკითხული მუხლები, დატოვებული ლიტერატურა და კითხვა, რომელზეც უპასუხებ მომდევნო მისვლისას. ამას დაურთე პირველი მისვლის დღე და დრო და როდისთვის შეპირდი განმეორებით მონახულებას. ახლა რაც ჩაწერე, დასრულებულია, არ დაკარგო! შეინახე საიმედო ადგილზე, რათა მოგვიანებით გამოიყენო. ყოველთვის იფიქრე პიროვნებაზე და როგორ წარმართავ მომდევნო შეხვედრას.
11 იცოდე, რა არის შენი მიზნები. პირველყოვლისა, სითბოსა და მეგობრული დამოკიდებულების გამოვლენით ყველანაირად შეეცადე, მობინადრემ თავი შებოჭილად არ იგრძნოს. დაანახე, რომ გაინტერესებს როგორც პიროვნება, მხოლოდ მეტისმეტ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოავლენ. შემდეგ, შეახსენე მას შეკითხვა, რომელიც დასვი წინა შეხვედრისას. ყურადღებით მოუსმინე მის შეხედულებას და გულწრფელი მადლიერება გამოხატე მისი კომენტარებისთვის. ამის შემდეგ აჩვენე, რატომ არის ბიბლიის თვალსაზრისი პრაქტიკული. თუ შესაძლებელია, მიაქცევინე ყურადღება მსგავსსავე აზრზე წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. კარგად დაიმახსოვრე, რომ განმეორებითი მონახულებებისთვის შენი ძირითადი მიზანი ბიბლიის შესწავლების დაწყებაა.
12 წიგნში — „შემეცნება“ — გამოყენებულმა პირდაპირობამ მრავალი ჩვენგანი აღგვძრა, ‘გაგვებედა’ ბიბლიის შესწავლებზე გაგვემხნევებინა შემსწავლელები, კრებებზე მოსულიყვნენ და ურთიერთობა ჰქონოდათ იეჰოვას ორგანიზაციასთან. წარსულში, განწყობილი ვიყავით, არ მოგვეწვია პიროვნებები ჩვენთან ურთიერთობისთვის, სანამ საკმაო ხანი არ გავიდოდა. ახლა, მრავალი შემსწავლელი ესწრება შეხვედრებს შესწავლის დაწყებიდან, რაც შეიძლება, მცირე დროში და შედეგად გაცილებით სწრაფ პროგრესს აღწევენ.
13 ერთმა ცოლ-ქმარმა არაფორმალურად უქადაგა თანამშრომელს. ჭეშმარიტებისადმი ინტერესის გამოვლენის შემდეგ მათ შესთავაზეს შესწავლის დაწყება წიგნით „შემეცნება“. ამავე დროს, მათ აცნობეს იმ პიროვნებას, რომ უნდა დასწრებოდა შეხვედრებს, სადაც მისი კითხვებიდან მრავალს გაეცემოდა პასუხი. მამაკაცმა არა მხოლოდ დიდი სიამოვნებით მიიღო მათი შეთავაზება, არამედ კვირაში ორჯერ შესწავლა სთხოვა და რეგულარულად დაიწყო შეხვედრებზე დასწრება სამეფო დარბაზში.
14 გამოიყენე ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ საოლქო კონგრესზე „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“ მივიღეთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ეს ბროშურა სასარგებლოა ბიბლიის შესწავლების დასაწყებად ღვთისმოშიშ ადამიანებთან როგორი განათლებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ. ეს შეიცავს ამომწურავი შესწავლის კურსს ბიბლიის ძირითად სწავლებებზე. ეს პუბლიკაცია ძალიან ეფექტური საშუალებაა ღვთის შემეცნების გადასაცემად. ისე ნათლად და ადვილად ხსნის ჭეშმარიტებას, რომ პრაქტიკულად ყოველ ჩვენგანს შეეძლება მისი გამოყენება ღვთის მოთხოვნების სხვებისთვის სასწავლად. მსგავსად, მრავალ მაუწყებელს ექნება უპირატესობა, ამ ბროშურით ბიბლიის შესწავლები ჩაატაროს.
15 ვინც ფიქრობს, რომ დრო არა აქვთ წიგნის — „შემეცნების“ — შესასწავლად, შეიძლება მოისურვონ, მოკლე შესასწავლი ნაწილები გაიარონ ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“. შესწავლილით ისინი აღტაცებულნი დარჩებიან! მხოლოდ ორ-სამ გვერდზე ისეთ კითხვებზე იპოვიან პასუხებს, რომლებზეც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ: ვინ არის ღმერთი? ვინ არის ეშმაკი? რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით? რა არის ღვთის სამეფო? როგორ შეგიძლია ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა? თუმცა ბროშურა ჭეშმარიტებას მარტივი ტერმინებით გვთავაზობს, მისი ცნობა ძალიან ძლიერია. ამაში შედის მთავარი საკითხები, რომლებსაც უხუცესები განიხილავენ მონათვლის კანდიდატებთან და საწყისი საშუალება იქნება უფრო საფუძვლიანი შესწავლისთვის წიგნით „შემეცნება“.
16 განმეორებითი მონახულებისას შესწავლის შეთავაზებისთვის შეგიძლია უბრალოდ უთხრა: „იცოდით თუ არა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეგეძლოთ პასუხის გაგება მნიშვნელოვან ბიბლიურ შეკითხვაზე?“ შემდეგ დასვი კითხვა, რომელიც მოცემულია ბროშურის ერთ-ერთი გაკვეთილის დასაწყისში. მაგალითად, თუ ხანში შესულ პიროვნებასთან მიხვედი, შეგიძლია უთხრა: „ვიცით, რომ წარსულში იესომ განკურნა ხალხი. მაგრამ რას გააკეთებს მომავალში იესო ავადმყოფებისთვის? მოხუცებისთვის? მკვდრებისთვის?“ პასუხები მოცემულია მე-5 გაკვეთილში. რელიგიური პიროვნება შეიძლება დაინტერესდეს შეკითხვით: „ისმენს თუ არა ღმერთი ყველა ლოცვას?“ ამის პასუხი მოცემულია მე-7 გაკვეთილში. ოჯახის წევრები მოისურვებენ, იცოდნენ: „რას მოითხოვს ღმერთი მშობლებისა და ბავშვებისგან?“ ისინი პასუხს იპოვიან მე-8 გაკვეთილის შესწავლისას. სხვა კითხვებია: „შეუძლიათ თუ არა მკვდრებს, ავნონ ცოცხლებს?“ ახსნილია მე-11 გაკვეთილში; „რატომ არსებობს ამდენი რელიგიები, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ?“ განხილულია მე-13 გაკვეთილში; და „რა უნდა გააკეთო, რომ გახდე ღვთის მეგობარი?“ მოცემულია მე-16 გაკვეთილში.
17 დაეხმარე უცხოენოვან ადამიანებს. რა უნდა გაკეთდეს, როცა ხვდები უცხოენოვან მობინადრეს? თუ შესაძლებელია, მათ უნდა შეისწავლონ იმ ენაზე, რომელიც უკეთესად იციან (1 კორ. 14:9). სარაიონო ზედამხედველს შეუძლია შესთავაზოს ყოველ კრებას უცხოენოვანი კრებებისა და ჯგუფების სია იმ ტერიტორიაზე. სიის დახმარებით მდივანი შეძლებს კრების წევრებისგან მიღებული „მონახულების ბლანკების“ (S-70) გაგზავნას სათანადო უცხოენოვან კრებასა თუ ჯგუფში. (გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ბლანკზე „შენიშვნების“ ქვემოთ მიუთითოთ ენა, რომელზეც შეისწავლის პიროვნება). ეს არ უნდა გაეგზავნოს რელიგიურ ორგანიზაციას. თუ მახლობლად კრება ან ჯგუფი არ არსებობს და არც ერთმა ადგილობრივმა მაუწყებელმა არ იცის მობინადრის ენა, მაუწყებელი უნდა შეეცადოს მობინადრესთან შესწავლის დაწყებას ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“, ორივე ენაზე.
18 ინგლისურად მოლაპარაკე მაუწყებელმა შესწავლა დაიწყო ვიეტნამელ მამაკაცთან, რომელსაც ტაი ენაზე მოლაპარაკე მეუღლე ჰყავდა. შესწავლისას სამივე ენაზე არსებულ პუბლიკაციებსა და ბიბლიებს იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ენობრივი ბარიერი სირთულეებს ქმნიდა, მაუწყებელმა თქვა: „[იმ წყვილის] სულიერი წინსვლა დაუყოვნებლივ დაიწყო. მათ დაინახეს შეხვედრებზე დასწრების აუცილებლობა ორივე შვილთან ერთად და როგორც ოჯახი ისინი ბიბლიას კითხულობენ ყოველ საღამოს. მათ ექვსი წლის გოგონას ბიბლიის პირადი შესწავლა აქვს“.
19 როცა ასწავლი უცხოენოვან ადამიანებს, ისაუბრე ნელა, მკაფიოდ გამოთქვი სიტყვები და უბრალო ფრაზები გამოიყენე. მიუხედავად ამისა, დაიმახსოვრე, რომ უცხოენოვან ადამიანებს ღირსეულად უნდა მოექცე. მათ არ უნდა მოექცე როგორც მცირეწლოვნებს.
20 კარგად გამოიყენე შესანიშნავი ილუსტრაციები ბროშურაში „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“. თუ „სურათი ათას სიტყვაზე უფრო ძვირფასია“, მრავალი ამ ბროშურის ილუსტრაცია ძალიან დიდი ინფორმაციის მიმწოდებელი იქნება მობინადრისთვის. სთხოვე, მუხლები საკუთარ ბიბლიაში წაიკითხოს. უეჭველად, სასარგებლო იქნება თუ შესწავლის ჩატარება მაშინ არის შესაძლებელი, როცა ოჯახის ქართულის მცოდნე წევრს შეეძლება თარჯიმნობა.
21 დაუყოვნებლივ მოინახულე ადამიანები განმეორებით. რამდენი ხნის შემდეგ უნდა მოინახულო ხალხი განმეორებით? ზოგი მაუწყებელი პირველი მონახულების შემდეგ ერთ-ორ დღეში კვლავ მიდის. სხვები იმავე დღეს მიდიან, მოგვიანებით! ძალიან მალე ხომ არ არის? ძირითადად, მობინადრეები არ არიან ამის წინააღმდეგნი. ხშირად მაუწყებელს მონახულებაზე სჭირდება დადებითი დამოკიდებულების განვითარება მცირე გამბედაობასთან ერთად. განვიხილოთ მომდევნო შემთხვევა.
22 ერთხელ, როცა 13 წლის მაუწყებელი კარდაკარ მსახურობდა, დაინახა ერთად მომავალი ორი ქალი. მან მიმართა ქალებს ქუჩაში, რადგან ახსოვდა მოწოდება, ექადაგა ადამიანებთან, სადაც არ უნდა შეხვედროდა მათ. მათ ინტერესი გამოავლინეს სამეფოს შესახებ ცნობისადმი და ორივემ აიღო წიგნი „შემეცნება“. ახალგაზრდა ძმას მისცეს თავიანთი მისამართები, მან კი ორი დღის შემდეგ მიაკითხა მათ და ორივესთან დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა.
23 ერთ დას დაგეგმილი აქვს მომდევნო კვირას მისვლა. მაგრამ თავდაპირველი მონახულებიდან ერთი-ორი დღის შემდეგ აკითხავს მობინადრეს, რათა მათ მიერ განხილულ საკითხზე ჟურნალი დაუტოვოს. ის ეუბნება მობინადრეს: „ეს სტატია ვნახე და ვიფიქრე, მოისურვებდით ამის წაკითხვას. ვერ შევჩერდები სასაუბროდ, მაგრამ კვლავ მოვალ ოთხშაბათს, შუადღისას, როგორც მოვილაპარაკეთ. ეს დრო ჯერ კიდევ გაწყობთ?“
24 როცა პიროვნება ინტერესს ავლენს ჭეშმარიტებისადმი, დარწმუნებული ვართ, რომ სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობებს წააწყდება. პირველი მონახულების შემდეგ მალე მიკითხება გააძლიერებს მას, გაუძლოს ყოველგვარ ზემოქმედებას, რომელიც ექნება ნათესავებისგან, ახლო მეგობრებისა და სხვებისგან.
25 განავითარე მათი ინტერესი, რომლებსაც საჯარო ადგილებში შეხვდი. მრავალი ჩვენგანი ქადაგებს ქუჩებში, მანქანების გასაჩერებელ ადგილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერმაღებში, პარკებსა და სხვაგან. ადამიანებისთვის ლიტერატურის დატოვებასთან ერთად გვესაჭიროება მათში ინტერესის განვითარება. ამ მიზნით ძალისხმევა უნდა მოხმარდეს, რომ გავიგოთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, მისამართი და, თუ შესაძლებელია, ტელეფონის ნომერი, რომელსაც ვხვდებით. ამ ინფორმაციის მიღება არ არის ისე რთული, როგორც ფიქრობ. როცა საუბარი დასასრულს მიუახლოვდება, ამოიღე ბლოკნოტი და შეეკითხე: „როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი სხვა დროს?“ ან უთხრა: „მინდა, რომ წაგაკითხოთ სტატია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ. შემიძლია, მოგიტანოთ ის სახლში ან ოფისში?“ ერთი ძმა უბრალოდ ეკითხება: „რომელ ნომერზე შეიძლება თქვენთან დაკავშირება?“ მან აღნიშნა, რომ სამი თვის განმავლობაში სამი პიროვნების გარდა, ყველამ დიდი სიხარულით მისცა მას ტელეფონის ნომერი.
26 გამოიყენე ტელეფონი, რათა ინტერესი აღუძრა პიროვნებას და შეუნარჩუნო. პიონერი და იყენებს ტელეფონს ისეთ პიროვნებებთან სასაუბროდ, რომლებიც უსაფრთხოების მკაცრად დაცულ ბინებში ცხოვრობენ. განმეორებით მონახულებებსაც ასევე აკეთებს. პირველი საუბრისას ის ამბობს: „ვიცი, არ მიცნობთ. მე განსაკუთრებულ ძალისხმევას ვახმარ, რომ კონტაქტი დავამყარო ადამიანებთან თქვენს ტერიტორიაზე, რათა აზრები გავუზიარო ბიბლიიდან. თუ გაქვთ რამდენიმე წუთი, წაგიკითხავდით დაპირებას, რომელიც მოცემულია. . .“ მუხლის წაკითხვის შემდეგ ის ამბობს: „ნუთუ შესანიშნავი დრო არ იქნება, როცა ვიხილავთ ამას? მე სიამოვნება მომგვარა, ამან როცა წაგიკითხეთ. თუ თქვენც გაგახარათ ამან, მსურს, კვლავ დაგირეკოთ და სხვა მუხლი განვიხილოთ ბიბლიიდან“.
27 განმეორებით როცა რეკავს, ის ახსენებს მობინადრეს მათი წინა საუბრის შესახებ და ეუბნება, რომ სურს წაუკითხოს ბიბლიიდან, თუ როგორი პირობები იქნება, როცა ბოროტება განადგურდება. შემდეგ მას მოკლე ბიბლიაზე დაფუძნებული საუბარი აქვს მობინადრესთან. მრავალი სატელეფონო საუბრის შემდეგ 35-მა პიროვნებამ მიიპატიჟა სახლში და ბიბლიის შვიდი შესწავლა დაიწყო! რთულია ზოგჯერ შენთვის, დაინტერესებულების განმეორებით მონახულება ზამთრის ცივი თვეების განმავლობაში გაუვალი გზების, ყინვის ან ავადმყოფობის გამო? თუ ასეა, რატომ არ დაუკავშირდებოდი მათ ტელეფონით?
28 მიაკითხე დაინტერესებულებს საქმიან ადგილებში. მაღაზიებში ქადაგებაში გაცილებით უფრო მეტი შედის, ვიდრე მხოლოდ ჟურნალების გავრცელება. მაღაზიის მრავალ მესაკუთრეს გულწრფელად აინტერესებს ჭეშმარიტება და ეს ინტერესი უნდა განვითარდეს. ზოგ შემთხვევაში იქნებ შესაძლებელი იყოს ბიბლიური საუბრები ან უფლებაც კი მიიღო შესწავლაზე მათ სამუშაო ადგილზე. სხვა შემთხვევაში შენ და დაინტერესებულს შეგიძლიათ შეხვედრა შესვენებაზე ან სხვა ხელსაყრელ დროს.
29 მიმომსვლელი ზედამხედველი მივიდა პატარა გასტრონომიული მაღაზიის მფლობელთან და შესთავაზა, რომ უჩვენებდა, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. როცა ჰკითხეს, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს დემონსტრირება, მიმომსვლელმა ზედამხედველმა თქვა, რომ მხოლოდ 15 წუთი. ამიტომ მაღაზიის მფლობელმა კარზე დაკიდა ნიშანი: „შესვენება 20 წუთი“, ორი სკამი მოიტანა და ორივე მათგანმა განიხილეს წიგნიდან — „შემეცნება“ — პირველი 5 თავი. შესწავლილმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გულწრფელ მამაკაცზე, რომ იმავე კვირას დაესწრო საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას და დათანხმდა, რომ გააგრძელებდა შესწავლას მომდევნო კვირას.
30 საქმიან ადგილზე რომ შესთავაზო შესწავლა, შეგიძლია უთხრა შემდეგი: „ბიბლიის შესწავლის პროგრამა რომ გაჩვენოთ, მხოლოდ 15 წუთია საჭირო. თუ მოსახერხებელია, დიდი სიამოვნებით გაჩვენებთ, როგორ კეთდება ეს“. შემდეგ მიყევი შეზღუდულ დროს. თუ შეუძლებელია გრძელი საუბარი ასეთ ადგილებში, შეიძლება უფრო სათანადო იყოს მაღაზიის მფლობელის სახლში მისვლა.
31 განმეორებით მიდი მაშინაც კი, თუ არავითარი ლიტერატურა არ დაგიტოვებია. არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა დატოვებული ლიტერატურა, მცირე ინტერესის გამოვლენის დროსაც კი, ღირს განმეორებითი მონახულება. რა თქმა უნდა, თუ ნათელი ხდება, რომ მობინადრე ნამდვილად არ არის დაინტერესებული სამეფოს შესახებ ცნობით, უკეთესია სხვაგან მიმართო ძალები.
32 კარდაკარ მსახურებისას და შეხვდა ქალს, რომელიც ძალიან მეგობრული იყო, მაგრამ მტკიცედ უარობდა ჟურნალების აღებას. მაუწყებელმა დაწერა: „რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი მასზე და გადაწყვეტით მსურდა მასთან კვლავ საუბარი“. საბოლოოდ დამ ილოცა, გაბედულებით აღივსო და დაუკაკუნა იმ ქალს კარზე. მისდა გასაკვირად, მობინადრემ შეიპატიჟა სახლში. ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და მომდევნო დღესაც გააგრძელეს. დროთა განმავლობაში მობინადრემ ჭეშმარიტება შეიცნო.
33 წინასწარ დაგეგმე, რათა უფრო მეტი შეასრულო. რეკომენდირებულია, რომ გარკვეული დრო გამოყო განმეორებით მონახულებებზე. მრავლის გაკეთება შეიძლება კარგი დაგეგმვით. ისეთ ადგილებში დაგეგმე მონახულებები, სადაც კარდაკარ იმსახურებ. როცა ავტომობილით მიდიხართ საქადაგოდ, ჯგუფი ისე მცირე უნდა იყოს, რომ ყველას სრულიად ჰქონდეს შესაძლებლობა განმეორებითი მონახულებებისთვის. მძღოლმა წინასწარ უნდა იცოდეს, სად იქნება განმეორებითი მონახულებები, რათა ზედმეტად არ მოუწიოს აქეთ-იქით სიარული.
34 განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებაში დახელოვნებულები ამბობენ, რომ მთავარია გულწრფელი, პირადი ინტერესის გამოვლენა ადამიანებისადმი და იფიქრო მათ შესახებ მონახულების შემდეგაც კი. აგრეთვე აუცილებელია მიმზიდველი ბიბლიური საკითხის ამორჩევა და საფუძვლის ჩაყრა განმეორებითი მონახულებისთვის თავდაპირველადვე. შემდგომ, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მისვლა, რათა ინტერესი გაუღვივო. ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზანი ყოველთვის კარგად უნდა გახსოვდეთ.
35 მთავარი თვისება განმეორებითი მონახულების საქმის წარმატებისთვის გამბედაობაა. როგორ შეგვიძლია ამის შეძენა? მოციქული პავლე პასუხობს ამას სიტყვებით, რომ ჩვენ უნდა ‘გავბედოთ’, რათა განვუცხადოთ კეთილი ცნობა სხვებს ‘ჩვენი ღმერთის მეშვეობით’ (1 თეს. 2:2). თუ გესაჭიროება ამ სფეროში გაუმჯობესება, ილოცე იეჰოვასადმი დახმარებისთვის. შემდეგ, შენი ლოცვების თანახმად, მიაკითხე ყველას, ვინც ინტერესი გამოავლინა. იეჰოვა ჭეშმარიტად აკურთხებს შენს ძალისხმევას!
[ჩარჩო 3 გვერდზე]
როგორ ვიყოთ წარმატებული განმეორებითი მონახულებებისას
■ გამოავლინე გულწრფელი პირადი ინტერესი ადამიანებისადმი.
■ განსახილველად ამოარჩიე მიმზიდველი ბიბლიური საკითხი.
■ საფუძველი ჩაყარე ყოველი წარმატებული მისვლისთვის.
■ მისგან წასვლის შემდეგაც განაგრძე პიროვნებაზე ფიქრი.
■ ერთ-ორ დღეში კვლავ მიდი, რათა ინტერესი გაუღვივო.
■ გახსოვდეს შენი მიზანი, დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
■ ილოცე დახმარებისთვის, რომ დახელოვნდე გამბედაობაში ამ საქმისთვის.