განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა სექტემბერში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. ოქტომბერში: ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ნებისმიერი ნომერი. განმეორებითი მონახულებისას დაინტერესებულ პირებთან შეიძლება ჟურნალების დატარების მარშრუტის დაწყება. თვის ბოლოდან დაიწყება ტრაქტატის — „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35 — გავრცელება. ნოემბერში: გაგრძელდება ამავე ტრაქტატის გავრცელება. კრებებმა, რომლებიც დაასრულებენ თავიანთი ტერიტორიის დამუშავებას, ყოველ სახლში ამ ტრაქტატის მობინადრისთვის დატოვებას, შეუძლიათ გამოიყენონ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. დეკემბერში: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. იანვარში: „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. თებერვალში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების ფინანსები 1 სექტემბერს ან, რაც შეიძლება, მალე. როცა ეს შესრულდება, განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.
◼ უხუცესებს ეძლევათ შეხსენება, რომ მიყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21-ე—23-ე გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან ან პიროვნებებთან დაკავშირებით, ვინც მიატოვა კრება, რომლებიც წინანდელი მდგომარეობების აღდგენისკენ ისწრაფიან.
◼ საზოგადოება არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს, რომ კრების წინაშე ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაიგზავნება საზოგადოებაში, რათა ლიტერატურის მიღებით ყველა დაინტერესებულმა შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციებია განკუთვნილი განსაკუთრებული შეკვეთისთვის.
◼ ლიტერატურის გამოწერისას კრებებს უნდა ახსოვდეთ, რომ საზოგადოების ლაზერული დისკები (CD-ROM-ები) არ გავრცელდეს დაუდევრად. ისინი უშუალოდ მაუწყებლებისთვისაა.
◼ „შეკითხვების ყუთი“, რომელიც მოცემული იყო 1997 წლის მაისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვთავაზობდა, რომ სიფრთხილე უნდა გამოგვევლინა საპირისპირო სქესის მაუწყებლებთან თანამშრომლობაში. საკმაო საფუძველი არსებობს, რომ ყველამ გამოვავლინოთ კარგი გარჩევის უნარი ამასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ მიმომსვლელ ზედამხედველებს ან სხვა ძმებს არ შეუძლიათ სამქადაგებლო მსახურებაში დებთან თანამშრომლობა. არა, მასში ის აზრი იდო, რომ არ იქნებოდა ბრძნული ძმისთვის, რეგულარულად ყოფილიყო საპირისპირო სქესის ერთი და იმავე პიროვნებასთან, რომელიც მისი ნათესავი არ არის.
◼ უხუცესებს შეხსენების მიზნით: გთხოვთ მიყვეთ 1997 წლის 1-ლი ივლისის წერილში — „უხუცესთა ყველა საბჭოს“ — მოცემულ მითითებებს, წიგნის „ოჯახური ბედნიერების“ გავრცელების კამპანიასთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა, რომ გვექადაგა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან, მასწავლებლებსა და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან ამ კამპანიის განმავლობაში. ჩვენ ყველა ღონეს მოვახმართ, რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ დაინტერესებული ვართ, ხელი შევუწყოთ ოჯახს, გახდეს დადებითი ფასეულობა. გახსოვდეს, რომ უნდა შექმნა გულთბილი, მეგობრული ატმოსფერო და ყოველთვის გამოიყენო ტაქტი წიგნის შეთავაზებისას. თუ წიგნის შეთავაზებისას რამე კითხვა წამოიჭრება ასეთ პირებთან, ნუ დააყოვნებთ და დაუკავშირდით „საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის განყოფილებას“ სოლნეჩნოეში.
◼ თუ სამსახურებრივი კომიტეტი რეკომენდაციას უწევს რომელიმე დელეგატს საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩატარდება 1998 წელს (იხილე 1997 წლის 10 ივლისის წერილი „ყველა სამსახურებრივ კომიტეტს“), გთხოვთ, გამოგზავნოთ მათი განცხადებები სოლნეჩნოეში, რაც შეიძლება მალე. ჩვენ ეს ინფორმაცია გვჭირდება 10 სექტემბრამდე, თუ შესაძლებელია.
◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:
„რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ (pr) — ლიტვური.
„როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“ hb — სპარსული.
„საღვთო წერილი“ (bi) — სერბული.
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ (rq) — ტიგრინია.
„უდიდესი სახელი“ (T-72) — ფრანგული.
„ღვთიური სახელი, რომელიც მარადიულად დარჩება“ (na) — ესტონური.
„რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს“ (T-14) — ესტონური.
◼ ახალი ვიდეოკასეტები გამოიცა:
„ბიბლია — ზუსტი ისტორია, სანდო წინასწარმეტყველება“ (vchi) — რუსული.
„იისფერი სამკუთხედები“ (vcpu) — რუსული.
„იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“ (vcfi) — პოლონური, რუსული.
„ბიბლია — კაცობრიობის უძველესი თანამედროვე წიგნი“ (vcmo) — პოლონური.
(გვსურს გაცნობოთ, რომ თითოეულმა წიგნის შესწავლამ ერთ ვიდეოკასეტაზე მეტი არ გამოიწეროთ).