საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/98 გვ. 7
  • „უფალია ჩემი შემწე“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „უფალია ჩემი შემწე“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • მსგავსი მასალა
  • ვაქციე სულიწმიდა ჩემს დამხმარედ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენად
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • იყავ გაბედული!
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-6
  • „გამაგრდით და განმტკიცდით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 2/98 გვ. 7

„უფალია ჩემი შემწე“

1 როდესაც იესომ თავის პირველ მოწაფეებს დავალება მისცა, უთხრა: „აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის“ (მათ. 10:16). ამით შიშის გრძნობა ხომ არ დაეუფლათ და შეჩერდნენ? არა. ისინი სხვაგვარად იყვნენ განწყობილები, რომელი განწყობილების შესახებაც პავლე მოციქულმა მოგვიანებით თანაქრისტიანებს მისწერა: «გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“» (ებრ. 13:6). ისინი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ და დაუცხრომლად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ კეთილ ცნობას (საქ. 5:41, 42).

2 დღეს მსოფლიო სამქადაგებლო საქმე დასასრულს უახლოვდება. ზუსტად ისე, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ყველა ერისთვის საძულველი გავხდით (მათ. 24:9). ჩვენი სამქადაგებლო საქმე წინააღმდეგობისა და დაცინვის ობიექტი გახდა და დედამიწის ზოგიერთ ნაწილში აიკრძალა კიდეც. მცირე რწმენა რომ გვქონოდა, შეიძლება შეგვშინებოდა. მაგრამ იმის ცოდნა, რომ იეჰოვაა ჩვენი შემწე, გვამხნევებს და ძალას გვმატებს საქმიანობის გასაგრძელებლად.

3 გამბედაობა ძლიერი, მხნე და თავგამოდებული პიროვნების თვისებაა. ის შიშის, გაუბედაობისა და სიმხდალის საწინააღმდეგოა. იესოს მოწაფეებს ყოველთვის სჭირდებოდათ გამბედაობა მოსათმენად. ის აუცილებელია, თუ გვსურს, რომ გული არ გაგვიტეხოს ღმერთთან მტრობაში მყოფი წუთისოფლის განწყობილებამ და მოქმედებებმა. იესოს, წუთისოფლის მძლეველის, წუნდაუდებელ მაგალითზე ფიქრი ძალიან გამამხნევებელია (იოან. 16:33). აგრეთვე გაიხსენე მოციქულები, რომლებმაც გაბედულად განაცხადეს მკაცრი გამოცდის დროს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქ. 5:29).

4 ჩვენ უკან მიქცეულთაგანნი არა ვართ. უნდა ვეცადოთ ჩვენს საქმიანობაზე დადებითი განწყობილება შევინარჩუნოთ (ებრ. 10:39). არასდროს დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა გვაგზავნის და ამგვარად თავის სიყვარულსა და მოწყალებას ავლენს კაცობრიობისადმი. ის არასდროს ითხოვს თავისი მსახურებისგან ისეთ რამეს, რაც სასარგებლო არაა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვევალება, საბოლოო ჯამში ღვთის მოყვარულთა კეთილდღეობას მოემსახურება (რომ. 8:28).

5 ოპტიმისტური განწყობილება დაგვეხმარება, გავაგრძელოთ ცხვრისმაგვარი ადამიანების ძებნა ჩვენს უბანზე. ადამიანების მიერ გამოვლენილი აპათია მათ იმედგაცრუებულობად და გულგატეხილობად შეგვიძლია ჩავთვალოთ. დაე სიყვარულმა აღგვძრას თანაგრძნობა და მოთმინება გამოვავლინოთ. ლიტერატურის გავრცელებისას ან მცირე ინტერესის აღმოჩენისას, ყოველთვის მიზნად უნდა დავისახოთ დაუყოვნებლივ მოვინახულოთ განმეორებით და ინტერესი გავაღვივოთ. არასოდეს უნდა დავეჭვდეთ, რომ გვაქვს ბიბლიის შესწავლის დაწყების ან მისი ეფექტურად ჩატარების უნარი. პირიქით, გამუდმებით და ლოცვით უნდა ვეძიოთ იეჰოვას დახმარება და ხელმძღვანელობა, დარწმუნებულებმა, რომ ის დაგვეხმარება.

6 მყარად ვართ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა ბოლომდე მიხედავს ამ საქმეს (შეადარე ფილიპელთა 1:6). მასზე, როგორც ჩვენს შემწეზე სრული მინდობა, გვაძლიერებს, რათა ‘სიკეთის კეთება არ მოგვწყინდეს’ (გალ. 6:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება