საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/98 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 3/98 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ყურადღება გაამახვილეთ ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებაზე. აპრილსა და მაისში: ჟურნალები — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ივნისში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ივლისსა და აგვისტოში: შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურები: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „რა არის სიცოცხლის აზრი?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“, „წიგნი ყველასთვის“.

◼ მაუწყებლებმა, რომლებსაც სურთ დამხმარე პიონერად მსახურება აპრილსა და მაისში, ახლავე უნდა დაისახონ გეგმები და ადრევე შეავსონ განცხადება. ეს დაეხმარება უხუცესებს, აუცილებელი სამქადაგებლო მსახურების ღონისძიებები გასწიონ და ჟურნალებისა და სხვა ლიტერატურის საკმარისი მარაგი გამოიწერონ. ყველას სახელი, ვინც დამხმარე პიონერი გახდება, უნდა გამოცხადდეს კრებაში.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა რომელიმე ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1-ლ მარტს ან რაც შეიძლება მალე. ამის შემდეგ განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.

◼ საზოგადოება არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს, რომ ყოველთვიურად კრებაში გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაიგზავნება საზოგადოებაში, რათა პირადი ლიტერატურის მიღებით ყველა დაინტერესებულმა შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციებია განკუთვნილი განსაკუთრებული შეკვეთისთვის.

◼ ბოლო დროს პრესა, რადიო და ტელევიზია ხშირად არასწორად აშუქებს ჩვენს საქმიანობას. როგორც ქრისტიანებს გვესმის, რომ უსამართლო ლანძღვას ვერ გავექცევით, თუმცა მოქალაქეობრივი უფლება გვაქვს, რედაქციას წერილობითი სახით შევატყობინოთ დამახინჯებული ფაქტების შესახებ. ეს შეიძლება რედაქციას დაეხმაროს, სწორი ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს შესახებ. აგრეთვე კარგი იქნებოდა, მადლობა გადაგვეხადა სინამდვილის შესაფერი სტატიის, რადიო თუ სატელევიზიო გადაცემისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ რედაქტორმა შეიძლება ერთდროულად ათობით ან ასობით წერილი მიიღოს, არაგონივრული იქნებოდა მიგვეწერა ძალიან დიდი წერილი ან წერილის მეშვეობით გვექადაგა.

◼ კრებებისთვის ბლანკების შემდეგი გადაგზავნა 1998 წლის ზაფხულში მოხდება. როგორც ეს აღნიშნული იყო 1996 წლის „ჩვენი სამეფო მსახურება“ ნოემბრის ნომერში, ბლანკების მარაგი, რომელიც 1996 წელს იქნა გადაგზავნილი, გათვალისწინებული იყო 20 თვისთვის, 1997 წლის იანვრიდან 1998 წლის აგვისტომდე. მაგრამ, თუ რომელიმე კრებას დანიშნულ დრომდე გაუთავდება, გთხოვთ, შეკვეთოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც 1998 წლის აგვისტომდე გეყოფათ. მათი შეკვეთა ლიტერატურის შესაკვეთი ბლანკით იქნება შესაძლებელი (S -14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება