განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა სექტემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ნოემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, აგრეთვე „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. დეკემბერი: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, აგრეთვე „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარი: „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“ და ბროშურა „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“. თებერვალი: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა რომელიმე ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1-ლ სექტემბერს ან რაც შეიძლება მალე. ამის შემდეგ განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.
◼ უხუცესებს ეძლევათ შეხსენება, რომ მიჰყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21-ე—23-ე გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან ან მათთან დაკავშირებით, ვინც მიატოვა კრება და რომლებიც წინანდელი მდგომარეობების აღდგენისკენ ისწრაფიან.
◼ საზოგადოება არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს, რომ ყოველთვიურად კრებაში გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაიგზავნება საზოგადოებაში, რათა პირადი ლიტერატურის მიღებით დაინტერესებულებმა შეატყობინონ ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“ — ივრითი.
„იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ — სლოვაკური.
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ (ბრაილის შრიფტით) — ესპანური.
„საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა 1999“ — ლატვიური.
◼ ახალი აუდიოკასეტები:
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ (1 კასეტა) — ჩინური (მანდარინი).
◼ ახალი კომპაქტ-დისკები:
1997 წლის „საზოგადოება საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ — იტალიური.