ქრისტეს სიკვდილის გახსენება მსოფლიო მასშტაბით
1 იეჰოვამ მრავალი ძღვენი გვიბოძა. მთლიანობაში, მისი სიკეთე და მადლი ყველაზე კარგად შეიძლება აღიწეროს როგორც ‘აურაცხელი ნიჭი’, ანუ ძღვენი. დიახ, ‘ღვთის მადლი’ იმდენად სასწაულებრივია, რომ სიტყვები არ გვყოფნის მის აღსაწერად (2 კორ. 9:14, 15).
2 მისი უდიდესი ძღვენი. იესო ქრისტე, როგორც კაცობრიობის გამომსყიდველი, უდიდესი ძღვენია. კაცობრიობისადმი დიდი სიყვარულის გამო იეჰოვამ თავისი საყვარელი მხოლოდშობილი ძე გასწირა (იოან. 3:16). ღვთისგან ეს დაუმსახურებლად მიღებული კურთხევა მსოფლიო მასშტაბით გასახსენებელია. როდის და როგორ? 1999 წლის 1 აპრილს, ხუთშაბათს საღამოს, ქრისტიანები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ უფლის სერობის დღესასწაულს და გაიხსენებენ ყველა შესაწირავიდან უდიდესს (1 კორ. 11:20, 23–26).
3 ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, „როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“. ამისთვის მადლიერებას კი გამოვხატავთ იმით, რომ მის სიკვდილს გავიხსენებთ და სხვებსაც მოვიწვევთ, დაესწრონ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას (რომ. 5:8).
4 უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ქრისტეს სიკვდილის გახსენება ხაზს უსვამს ძირითადად იმას, რომ მან სრულყოფილი ერთგულება შეინარჩუნა ღვთის მმართველობის მიმართ. აგრეთვე შეგვახსენებს, რომ, თუ გვწამს იესოს მსხვერპლი, იეჰოვას წინაშე წმინდად ვიდგებით და გადარჩენის გარანტიაც გვექნება (საქ. 4:12). ეს, მართლაც, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ამ წლის განმავლობაში!
5 მოყვასისადმი სიყვარულს იმით ვავლენთ, თუ ვიწვევთ მას ჩვენთან ერთად აღნიშნოს უფლის სერობის დღესასწაული. გამოსყიდვის შედეგად მომდინარე კურთხევები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც იგებენ მისი აღმატებული ფასის შესახებ (ფილ. 3:8). ვინც ქრისტეს მსხვერპლის მიმართ რწმენას ავლენს, მარადიული სიცოცხლის მტკიცე იმედს იძენს (იოან. 17:3).
6 ამ პერიოდში განსაკუთრებული შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მადლიერება გამოვავლინოთ ღვთის აღმატებული მადლისადმი. ეს შესანიშნავი დროა ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გულმოდგინედ ქადაგებისთვის. უდიდესი კურთხევები ელის ყველას, ვინც ლოცვით დაუფიქრდება იეჰოვას აურაცხელ ძღვენს და დაგეგმავს წელს უფლის სერობის ზეიმზე დასწრებას!