თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1999 წლის 4 იანვრით დაწყებული კვირიდან 19 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევებისთვის.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. ბიბლიაში ჩაწერილ ცნობას იეჰოვა ყოველთვის სიტყვასიტყვით არ კარნახობდა (2 ტიმ. 3:16) [w 15.06.97, გვ. 5, აბზ. 3].
2. ოჯახური ჰარმონია და შვილების სულიერი ზრდა მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული (იგავ. 22:6) [fy გვ. 85, აბზ. 19].
3. რადგანაც ცოდვა ‘ჩასაფრებული იყო კართან’, კაენი ვერანაირად ვერ აიცდენდა სერიოზული ცოდვის ჩადენას (დაბ. 4:7) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.12.94, გვ. 23, აბზ. 11].
4. ზრდასთან ერთად მოზარდს ავტომატურად უნდა მიეცეს მეტი თავისუფლება გართობის არჩევაში [fy გვ. 73, აბზ. 20].
5. იეჰოვასთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი წარმოქმნის საუკეთესო აღძვრას, ყოველთვის ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ (იგავ. 6:17) [g 22.02.97, გვ. 19, აბზ. 4 (რუს.)].
6. ‘იეჰოვასთვის სასურველი რომ იყოს სიტყვანი ჩვენი პირისა და ზრახვანი ჩვენი გულისა’, უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მჭევრმეტყველურად ვილოცოთ (ფსალმ. 18:15) [w 01.07.97, გვ. 29, აბზ. 4, 5].
7. იეჰოვას ბრძანებებში, მცნებებსა და სჯულდებებში, რომლებზეც საუბარია დაბადების 26:5-ში, იგულისხმება რჯულის კავშირით მიცემული კანონები [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.07.92, გვ. 10, 11, აბზ. 8 (რუს.)].
8. ლუკას 8:48-ის თანახმად, იესომ თქვა: „შენმა რწმენამ განგკურნა“. ამით მან აჩვენა, რომ ავადმყოფმა ქალმა განკურნებამდე განაცხადა თავისი რწმენა იესოსადმი, როგორც მესიისადმი [w 01.07.97, გვ. 4, აბზ. 2—4].
9. დაბადების 11:1 (აქ) ბიბლიის რამდენიმე მუხლიდან ერთ-ერთია, რომელიც სიტყვა „დედამიწას“ მთლიანი კაცობრიობის ანუ ადამიანთა საზოგადოების მნიშვნელობით იყენებს [g 08.01.97, გვ. 27, აბზ. 3 (რუს.)].
10. ღმერთი არ ისმენს ლოცვებს, რომლებიც მხოლოდ მრავალსიტყვიან გამეორებას წარმოადგენს (მათ. 6:7) [td 28გ].
უპასუხე მომდევნო შეკითხვებს:
11. რას გულისხმობდა სატანა დაბადების 3:1–5-ში ჩაწერილი მსჯელობით? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.07.95, გვ. 5, აბზ. 2 (რუს.)].
12. რომელი მუხლის გამოყენება შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ იესო ქრისტეს მიმართ რწმენა აუცილებელია გადარჩენისთვის? [td 21დ].
13. რას ესმება ხაზი იმ ფაქტით, რომ მოსე ასახელებს ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თარიღებს? [g 08.02.97, გვ. 27, აბზ. 1 (რუს.)].
14. რა იყო საჭირო ადამის ცოდვის გამოსასყიდად? (რჯლ. 19:21) [td 7ბ].
15. კონტექსტის მიხედვით, რას გულისხმობდა იეჰოვა, როცა პავლეს უთხრა: „გეყოფა ჩემი მადლი“ (2 კორ. 12:9) [w 01.06.97, გვ. 25, აბზ. 2].
16. რამ აღძრა, როგორც ჩანს, ლოტის ცოლი, რომ უკან მიეხედა, რის გამოც მარილის სვეტად იქცა? (დაბ. 19:26) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br3 გვ. 27, 28, აბზ. 10 (რუს.)].
17. რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს მოპარული ნივთების ყიდვაზე? (გამ. 21:37; იერ. 17:11) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.06.92, გვ. 30, აბზ. 3; გვ. 31, აბზ. 1, 6, 7 (რუს.)].
18. დაბადების 33:18-ის თანახმად, როგორ ცხადყო იაკობმა, რომ არ იყო დაინტერესებული ქანაანელებთან ურთიერთობით? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.09.95, გვ. 21, აბზ. 5 (რუს.)].
19. რა პარალელი არსებობს დაბადების 37:13-ში ჩაწერილ იოსების მოქმედებასა და იესოს მოქმედებას შორის? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.10.87, გვ. 12, აბზ. 12 (რუს.)].
20. ადამიანებისგან განსხვავებით, როგორ ავლენს ღმერთი რისხვას? [g 08.06.97, გვ. 19, აბზ. 2, 3 (რუს.)].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. ____________________ მიზეზის გარეშე სხვებისთვის ____________________ მოტივების მიწერა მათი გასამართლების ტოლფასია [w 15.05.97, გვ. 26, აბზ. 5].
22. ღმერთი არ ისმენს ____________________ ადამიანების ლოცვებს, თუ ისინი არ ____________________ (ეს. 1:15–17) [td 28ა].
23. რობოამისა და ელის მაგალითები მშობლებს დაეხმარება იმის დანახვაში, თუ შვილების აღზრდისას რა შედეგები მოჰყვება გადამეტებულ __________________________________________________ [fy გვ. 80, 81, აბზ. 9—13].
24. ____________________ ღვთისმოსაწონად ____________________ მნიშვნელოვანია ____________________ [w 01.08.97, გვ. 4, 5, აბზ. 5].
25. ცუდი საქციელის გაცხადება ____________________ , ____________________ და ____________________ მიმართ გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარულის პრინციპით მოქმედებაა [w 15.08.97, გვ. 30, აბზ. 2].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
26. მშობლების მხრიდან შვილების (მკაცრი; ლმობიერი; სათანადო) შეგონება სიყვარულის დადასტურებაა (ებრ. 12:6, 11) [fy გვ. 72, აბზ. 18].
27. დაბადების 7:6, 11 მიუთითებს ძვ. წ. (2970; 2370; 2020) წელზე, „როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად“ [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.03.97, გვ. 12, აბზ. 12].
28. იოანეს 8:32-ში იესო გულისხმობდა თავისუფლებას (რომის მმართველობისგან; ცრურწმენისგან; ცოდვისა და სიკვდილისგან) [w 01.02.97, გვ. 5, აბზ. 1].
29. დაბადების 22:18-ის საბოლოო შესრულებაში თესლი ნიშნავს (ისააკს; ისრაელებს; იესოსა და 144 000-ს) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.02.98, გვ. 14, 15, აბზ. 8].
30. იოსებს უზნეობის ჩადენისგან თავშეკავებაში დაეხმარა (მოსეს რჯულისადმი მორჩილება; ღვთის რეალურ პიროვნებად წარმოდგენა და ჯანსაღი შიში — არ გაენაწყენებინა ის; დასჯის შიში) (დაბ. 39:9) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.02.81, გვ. 7, აბზ. 2 (ინგლ.)].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს:
იგავ. 5:3, 4; 15:22; 20:11; ეფეს. 5:19; 2 ტიმ. 3:16.
31. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდნენ, რომ შვილებს შეგნებული აქვთ მორალურად წმინდა ცხოვრების მნიშვნელობა [fy გვ. 67, აბზ. 8].
32. გულახდილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებსა და მოზარდ შვილებს ერთმანეთთან ნდობით აღსავსე საუბრები ჰქონდეთ [fy გვ. 65, აბზ. 4].
33. კრებაში მღერის გაუმჯობესების გასაღები გულის სწორ განწყობილებაშია [w 01.02.97, გვ. 27, აბზ. 3].
34. ხსნისთვის აუცილებელია, გვესმოდეს ღვთის სიტყვის, ანუ ბიბლიის, სწავლებები [w 15.08.97, გვ. 6, აბზ. 5].
35. უზნეობის მახეში გაბმისგან დაგვიცავს იმის ცოდნა, რომ უზნეობა არასწორია და მას კატასტროფული, მწარე შედეგები მოჰყვება [fy გვ. 93, აბზ. 9].