შეკითხვების ყუთი
◼ უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ მშობლებმა, როცა სამქადაგებლო მსახურებაში შვილები მიჰყავთ?
მართებულია, როცა ქრისტიანი მშობლები შვილებთან ერთად მიდიან სამქადაგებლო მსახურებაში და ასწავლიან მათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სხვებისთვის გაზიარებას. ამ დროს საჭიროა თვალი არ მოაშორონ თავიანთ პატარა შვილებს, რადგან იმ ტერიტორიაზე შეიძლება საფრთხე არსებობს, თუნდაც ეს „უსაფრთხო“ სამეზობლო იყოს. იზრდება ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სისასტიკისა და ძალადობის მსხვერპლები ხდებიან ამ „უკანასკნელ დღეებში“ გავრცელებული სიხარბისა და სექსუალური უზნეობის გამო (2 ტიმ. 3:1–5). მშობლებმა შვილების უსაფრთხოებისთვის გონივრული ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ისინი მათგან, ვინც ბავშვებზე ნადირობს. რის გაკეთება შეიძლება?
ბიბლია გონივრულ რჩევებს გვაძლევს, რომ ვიფრთხილოთ და საფრთხე განვჭვრიტოთ (იგავ. 22:3; მათ. 10:16). ჩვენ არ ვცდილობთ წესების დადგენას; უბრალოდ, გონივრულია, რომ მშობლები თუ სხვა მოზრდილი ადამიანები პატარებს თან ახლდნენ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობისას. როცა ორი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მცირეწლოვანი მაუწყებელი თანამშრომლობს, კარგია, თუ მშობელი ან სხვა უფროსი ასაკის პიროვნება მათ მუდამ თვალყურს ადევნებს. რა თქმა უნდა, როცა ბავშვი იზრდება და პასუხისმგებლობის გრძნობა ემატება, მშობელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მას უკვე ნაკლებად სჭირდება მშობლის მეთვალყურეობა.
აგრეთვე გონივრულია, უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ ავტომობილით მგზავრობისა და ფეხით სიარულისას. უსაფრთხოების მიზნით სათანადო ზომების მიღება ხშირად აგვარიდებს თავიდან უბედურ შემთხვევებს, აგრეთვე ტკივილის, სამედიცინო მომსახურებისთვის გაღებული ხარჯებისა და შესაძლო იურიდიული პასუხისმგებლობების მძიმე ტვირთს წუთისოფელში, სადაც უმრავლესობას სასამართლოებში ჩივილი უყვარს.
სრულიად მართებულია, როცა პატარები ‘ადიდებენ უფლის სახელს’ (ფსალმ. 148:12, 13). მათი სასიამოვნო სიტყვები და კარგი საქციელი სამქადაგებლო მსახურებაში დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე და დიდება მოაქვს იეჰოვასთვის. მშობლებო, ყველანაირად დაეხმარეთ შვილებს, რეგულარულად აუწყონ კეთილი ცნობა და ფხიზლად იყავით, რომ დაიცვათ ისინი ყოველი მოსალოდნელი საფრთხიდან!