თეოკრატიული ცნობები
მარშალის კუნძულები: თებერვალში მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი 203-ს შეადგენდა, რაც გასული წლის თებერვალთან შედარებით ოთხპროცენტიანი ზრდაა.
ნორვეგია: 1999 წლის თებერვალში დამხმარე პიონერების რაოდენობა 72 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე 1998 წლის თებერვალში; სრული დროით პიონერების რიცხვი 9 პროცენტით გაიზარდა, განმეორებითი მონახულებების რაოდენობა — 4 პროცენტით, ბიბლიის შესწავლების რაოდენობა კი — 6 პროცენტით. გაიზარდა გავრცელებული წიგნებისა და ბროშურების რაოდენობაც.
რუმინეთი: შეინიშნებოდა შესანიშნავი ზრდა პიონერულ მსახურებასა და ბიბლიის შესწავლის საქმეში. თებერვალში სამქადაგებლო მსახურებაში 37 502 მაუწყებელი მონაწილეობდა.