ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ფართოვდება აღმოსავლეთ ევროპაში
1 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ქადაგებდნენ. ისინი ხარობდნენ, რომ კრებების ‘რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა’ (საქ. 16:5). მათი გაბედული ქადაგებით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აზიაში, აფრიკასა და ევროპაში გავრცელდა, რასაც შედეგად მორწმუნეთა უხვი მოსავალი მოჰყვა.
2 ამ აღსასრულის დროს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ჯერ კიდევ ფართოვდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. იმ ქვეყნებში, სადაც 90-იანი წლების დაწყებამდე მთავრობა გვზღუდავდა, ამჟამად შესამჩნევი ზრდა მიმდინარეობს. „1999 წლის წელიწდეული“ (რუს.) გვამცნობს ორი ასეთი ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის, შესახებ, რომელთაგანაც თითოეული სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილე 100 000-ზე მეტი მაუწყებლის შესახებ იტყობინება. ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში 1991 წლიდან 220 000-ზე მეტმა მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა! ამ სწრაფი ზრდის გამო აუცილებელი გახდა ბევრი ახალი სამეფო და საკონგრესო დარბაზის აშენება, აგრეთვე ფილიალების გაფართოება.
3 როგორც 1997 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ აგვისტოს ნომერში იყო მოხსენიებული, საზოგადოებას სამეფო დარბაზების მშენებლობის ფონდი აქვს; ნაწილი ამ ფონდიდან ამჟამად სესხად ეძლევა კრებებს იმ ქვეყნებში, სადაც მეტი სამეფო დარბაზის გადაუდებელი მოთხოვნილებაა, მაგრამ მძიმე ეკონომიკური პრობლემებია და არ ჰყოფნით სახსრები. 1996 წლის მარტიდან 1998 წლის ოქტომბრამდე საზოგადოებამ მზადყოფნით გაიღო სესხი 359 სამეფო დარბაზისთვის იმ ფილიალის ბიუროთა მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყანას უწევენ მეთვალყურეობას. გაღებული სახსრები გამოიყენება ახალი სამეფო დარბაზების ასაშენებლად საჭირო მიწისა და მასალის საყიდლად, აგრეთვე კრებებისთვის დახმარების გასაწევად, რომ უკვე არსებული შენობები გადააკეთონ. აქ მოცემული სურათებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რა სარგებლობა მოაქვს შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობის ფონდში შესულ შესაწირავებს აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ძმებისთვის.
4 1998 წლის განმავლობაში ბულგარეთში 12-პროცენტიანი ზრდა იყო და ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმავე წლის აპრილში მათი პირველი სამეფო დარბაზის მიძღვნა მოხდა. ხორვატიაში 4-პროცენტიანი ზრდა იყო და ამჟამად ძმები მეტ სამეფო დარბაზს აშენებენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად. უნგრეთში 144 კრება 80-მდე სამეფო დარბაზს იყენებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არსებული 235 კრებიდან 61 პროცენტს თაყვანისმცემლობის საკუთარი ადგილი აქვს. მაკედონიაში სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამით ორი ახალი დარბაზი დასრულდა და ამჟამად უფრო მეტი შენდება. მის დედაქალაქ სკოპიეში ამ ზაფხულს ორ სამეფო დარბაზიანი შენობა აშენდა. ის სულ მცირე ექვს კრებას მოემსახურება. შარშან რუსეთში საშუალოდ კვირაში 260-ზე მეტი კაცი ინათლებოდა! სხვა ქვეყნებში გამოყენებული ნიმუშის მიხედვით რუსეთში არსებულმა ფილიალმა მომავალი სამეფო დარბაზების სამშენებლო პროექტების მხარდასაჭერად თავის ვრცელ ტერიტორიაზე 12 რეგიონალური სამშენებლო კომიტეტი ჩამოაყალიბა. სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთ ნაწილში შენდება ამ ქვეყანაში პირველი 1 600-ადგილიანი საკონგრესო დარბაზი. იმავე შენობაში ხუთი 200-ადგილიანი სამეფო დარბაზი იქნება. უკრაინაში მცხოვრები ძმებისა და მრავალი დაინტერესებულის სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად 84 სამეფო დარბაზი აშენდა და კიდევ 80 შენდება.
5 ნუთუ გულს სიხარულით არ გვივსებს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ეს ზრდა? სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გაფართოება გვახსენებს, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის და რომ მისი სულგრძელობის შედეგად „უამრავი ხალხი“ გადარჩება (გამოცხ. 7:9; 2 პეტ. 3:9). რა დიდი უპირატესობა გვაქვს, მცირე წვლილი შევიტანოთ სხვების — თუნდაც შორეულ ქვეყნებში მაცხოვრებლების — სულიერ ზრდაში! იგავნის 28:27 გვარწმუნებს, რომ, „ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება“. ამ მშენებლობების ხარჯების დაფარვაში წვლილის შესატანად გამოვლენილი ჩვენი მზადყოფნა მატერიალურ „თანასწორობას“ წარმოქმნის, რაც ყველას გაცემითა და მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გაფართოებით გამოწვეული სიხარულის განცდის საშუალებას მისცემს (2 კორ. 8:14, 15; საქ. 20:35).
[სურათები 3 გვერდზე]
სეჩელე (რუმინეთი).
[სურათები 3 გვერდზე]
მაარდუ (ესტონეთი).
[სურათები 3 გვერდზე]
სევნიცა (სლოვენია).
[სურათები 3 გვერდზე]
ტისავაშვარი (უნგრეთი).
[სურათები 4 გვერდზე]
იურმალა (ლატვია).
[სურათები 4 გვერდზე]
ტაურაგე (ლიტვა).
[სურათები 4 გვერდზე]
ტალინი (ესტონეთი).
[სურათები 5 გვერდზე]
პრიევიძა (სლოვაკეთი).
[სურათები 5 გვერდზე]
მატესალკა (უნგრეთი).
[სურათები 5 გვერდზე]
ბელგრადი (იუგოსლავია).
[სურათები 6 გვერდზე]
რუმა (იუგოსლავია).
[სურათები 6 გვერდზე]
ვრანოვ-ნად-ტოპლოუ (სლოვაკეთი).
[სურათები 6 გვერდზე]
ტორნაკალნსი (ლატვია).