დღესასწაულებიa
განმარტება: დღეები, როდესაც, ჩვეულებრივ, ხალხს ითხოვენ სამუშაოდან და სკოლიდან რამე მოვლენის აღსანიშნავად. ასეთი დღეები აგრეთვე შეიძლება ოჯახში ან საზოგადოების ვიწრო წრეში აღინიშნოს. მონაწილეები შეიძლება მას რელიგიურ ან, ძირითადად, საზოგადოებრივ თუ ქვეყნიურ საქმიანობად მიიჩნევენ.
არის რამე არასწორი იმაში, რომ მონაწილეობა მიიღო არარელიგიურ დღესასწაულებში, რომლებსაც შეიძლება არაქრისტიანული საწყისები აქვთ?
ეფესელთა 5:10, 11: „გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ“.
მე-2 კორინთელთა 6:14—18: „რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?. . ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. . . თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი“. (იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარული და დიდი სურვილი იმისა, რომ მას ასიამოვნოს, ადამიანს დაეხმარება იმ არაქრისტიანული წეს-ჩვეულებებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც შეიძლება მიმზიდველია მისთვის. ის, ვინც ნამდვილად იცნობს იეჰოვას და უყვარს იგი, არ ფიქრობს, რომ ცრუ ღმერთების განმადიდებელი ან სიცრუის მხარდამჭერი ჩვეულებებისთვის თავის არიდება მას ბედნიერებას ართმევს. ნამდვილ სიყვარულს მისთვის სიხარული მოაქვს, არა უსამართლობის, არამედ ჭეშმარიტების გამო. იხილე 1-ლი კორინთელთა 13:6, სსგ).
შეადარე გამოსვლის 32:4—10. ყურადღება მიაქციე, რომ ისრაელებმა გადმოიღეს ეგვიპტური რელიგიური წეს-ჩვეულება, მაგრამ მას ახალი სახელი — „საუფლო დღესასწაული“ — უწოდეს. იეჰოვამ კი ამის გამო მკაცრად დასაჯა ისინი. დღეს ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ჩვენს საუკუნეში არსებული წეს-ჩვეულებები, რომლებიც დღესასწაულებს უკავშირდება. ზოგიერთი მათგანი უწყინარი ჩანს. მაგრამ იეჰოვა ხედავდა წარმართულ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, საიდანაც თანამედროვე რელიგიური წეს-ჩვეულებები წარმოიქმნენ. განა მისი აზრი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენთვის?
მაგალითი: წარმოიდგინე, რომ ხალხი მიდის ერთ მამაკაცთან სახლში და ეუბნება, რომ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მივიდნენ. მას არ მოსწონს დაბადების დღის აღნიშვნა. მას არ უყვარს გამაძღარი, მთვრალი და თავაშვებული ადამიანების ყურება. მაგრამ ზოგიერთი სტუმარი სწორედ ასეთია; ამასთანავე, მათ საჩუქრები მოაქვთ ყველასთვის, მასპინძლის გარდა! გარდა ამისა, აღსანიშნავად მისი მტრის დაბადების დღე აირჩიეს. რას იგრძნობდა მასპინძელი? მოისურვებდი იქ ყოფნას? ეს არის ზუსტად ის, რაც შობის დღესასწაულის დროს ხდება.
არასასურველია ქრისტიანებისთვის მონაწილეობის მიღება ახალი წლის დღესასწაულში?
ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, „რომის მმართველმა იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წელს 1 იანვარი ახალი წლის დღესასწაულად დაადგინა. რომაელები ამ დღეს იანუსს — კარიბჭის, კარისა და დასაწყისის ღვთაებას — უძღვნიდნენ. იანვრის სახელწოდება ორსახოვანი იანუსის სახელიდან მომდინარეობს: ერთი წინ იყურებოდა, მეორე კი — უკან“.
ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი და წეს-ჩვეულება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ბევრგან ღრეობა და ლოთობა ზეიმის ნაწილია. მაგრამ რომაელთა 13:13 გვირჩევს: „მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით“ (იხილე აგრეთვე 1 პეტრეს 4:3, 4; გალატელთა 5:19—21).
საიდან წარმოიშვა ვალენტინის დღე?
ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ იტყობინება: „ვალენტინის დღე მომდინარეობს ორი ქრისტიანი წამებულისადმი მიძღვნილი დღიდან. ორივე მათგანს ვალენტინი ერქვა. მაგრამ ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები. . . შესაძლოა, მომდინარეობს ძველი რომაული დღესასწაულიდან, რომელსაც ლუპერკალიები ეწოდებოდა და 15 თებერვალს აღინიშნებოდა. დღესასწაული განადიდებდა ქალებისა და ქორწინების მფარველ რომაელთა ქალღმერთ იუნონას და ბუნების ღმერთ პანს“ (ტ. 20, გვ. 204, 1973 წ.).
საიდან წარმოიშვა დედების დღის აღნიშვნის წეს-ჩვეულება?
ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „დღესასწაული წარმოიშვა ძველ საბერძნეთში დედის თაყვანისცემის წეს-ჩვეულებიდან. დედის თაყვანისცემა, ღმერთების დიდი დედისადმი, კიბელესადმი ანუ რეასადმი, მიძღვნილ ცერემონიასთან ერთად სრულდებოდა თხუთმეტ მარტს მთელ მცირე აზიაში“ (ტ. 15, გვ. 849, 1959 წ.).
რომელი ბიბლიური პრინციპები ხსნის, თუ როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ისტორიული თარიღების აღსანიშნავ დღესასწაულებთან დაკავშირებით?
იოანეს 18:36: «მიუგო იესომ [რომაელ მმართველს]: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“».
იოანეს 15:19: „თქვენ [იესოს მიმდევრები] რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“.
1-ლი იოანეს 5:19: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში[„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს“ (შეადარე იოანე 14:30; გამოცხ. 13:1, 2; დან. 2:44).
სხვა ადგილობრივი და ეროვნული დღესასწაულები
არსებობს მრავალი დღესასწაული. ყოველი მათგანის აქ განხილვა შეუძლებელია. მაგრამ ზემოხსენებული ისტორიული ცნობები ნათელყოფს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება დღესასწაულებთან დაკავშირებით; უკვე განხილული ბიბლიური პრინციპები უწევს კარგ ხელმძღვანელობას მათ, ვისაც იეჰოვა ღმერთის მოსაწონად მოქცევის დიდი სურვილი აქვს.
[სქოლიო]
a აქ მოცემულია არასრული თარგმანი სტატიისა „დღესასწაულები“, წიგნიდან „მსჯელობა წერილების საფუძველზე“ (ინგლ.).