საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/01 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 1/01 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც განმეორებითი მონახულებისას ინტერესი იყო გამოვლენილი, შეგვიძლია შევთავაზოთ წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ 8 იანვრით დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე, 16 წლისა და უფრო მეტი ასაკის ყველა მონათლულ მაუწყებელს, სურვილისამებრ შეუძლიათ მიიღონ „წინასწარი სამედიცინო განკარგულება/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“ და „პირადობის მოწმობა“ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

◼ თებერვლიდან დაწყებული — არა უგვიანეს 4 მარტისა — სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით „სამსჯავრო დღე — შიშისა თუ იმედის დრო?“.

◼ კრებებმა სათანადო ორგანიზება უნდა გაუწიონ გახსენების საღამოს, რომელიც ჩატარდება კვირას, 8 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე, გახსენების საღამოს სიმბოლოების ჩამოტარება არ უნდა დაიწყოს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში. რამდენადაც სამქადაგებლო მსახურების გარდა სხვა არც ერთი შეხვედრა არ უნდა ჩატარდეს ამ დღეს, სათანადო ცვლილებები უნდა მოხდეს, რათა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა სხვა დროს ჩატარდეს. სარაიონო ზედამხედველებს შეხვედრების გეგმის შეცვლა მოუწევთ ამ კვირისთვის, ადგილობრივი სიტუაციის მიხედვით. თუმცა სასურველია, რომ ყველა კრებამ თვითონ ჩაატაროს გახსენების საღამოს ზეიმი, მაგრამ, ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი. იქ, სადაც რამდენიმე კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, შესაძლოა, მათგან ერთმა ან მეტმა კრებამ ამ საღამოსთვის სხვა შენობა გამოიყენოს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნებოდა, პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დაგეტოვებინათ, რომ ყველამ სრული სარგებლობა მიიღოს და დრო იყოს სტუმრების მისასალმებლად და ახალი დაინტერესებულების გასამხნევებლად. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობასა და სადგომზე დაყენებას, მათ შორის მგზავრების ჩასხმა-ჩამოსხმას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ადგილობრივად რის გაკეთება იქნებოდა საუკეთესო.

◼ 2001 წლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება კვირას, 1 აპრილს. მოხსენება იქნება თემაზე: „ვინ გადარჩება?“. მოხსენების გეგმას მიიღებთ. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირადღეს სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო კონგრესი ან სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ექნებათ, სპეციალური მოხსენება 9 აპრილით დაწყებულ კვირას გაკეთდება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2001 წლის 1 აპრილამდე.

◼ 2001 წლის 1 იანვრის ნომრით დაწყებული „საგუშაგო კოშკი“ ყოველთვიურად გამოვა კაონდეს და სეიშელის კრეოლურ ენებზე, თვეში ორჯერ კი სილოზურ ენაზე.

◼ 2001 წლის 8 იანვრის ნომრით დაწყებული „გამოიღვიძეთ!“ ყოველთვიურად გამოვა ბულგარულ და ურდუს ენებზე. აგრეთვე 2001 წლის იანვრის ნომრით დაწყებული „საგუშაგო კოშკის“ აუდიოკასეტები ხელმისაწვდომი იქნება პოლონურ და ჰოლანდიურ ენებზე.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან ისინი?“ (ნივთი №6646; აღნიშვნა jt) — დანიური, თურქული, იტალიური, ნორვეგიული, პორტუგალიური, რუსული, სერბული, სლოვაკური, სლოვენიური, ურდუ, შვედური, ჩეხური, ჰოლანდიური.

„მთელი წერილი სარწმუნო და სასარგებლოა“ (ნივთი №6401; აღნიშვნა bsi01) — ოსური, რუსული, უკრაინული, ყირგიზული

„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ — უიღურული

„როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ — აფხაზური

„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №1 (ნივთი №7601; აღნიშვნა br1) — ოსური

„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №2 (ნივთი №7602; აღნიშვნა br2) — ოსური

„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №3 (ნივთი №7603; აღნიშვნა br3) — ოსური

„ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (პატარა ფორმატი) — ყირგიზული

◼ ახალი აუდიოკასეტები:

„სამეფოს მელოდიები“ №9 (ერთი კასეტა) (ნივთი №1709; აღნიშვნა csm-9) — ინგლისური

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება