შეკითხვების ყუთი
◼ უნდა დავურეკოთ თუ არა საზოგადოებას ბიბლიურ კითხვებზე პასუხის ან პირადი რჩევის მისაღებად?
მრავალი ადამიანი ტელეფონს საქმეების სწრაფად მოსაგვარებლად იყენებს, მაგრამ ხშირად არა მხოლოდ იმიტომ, რომ სისწრაფეა საჭირო. წუთისოფელში, ჩვეულებრივ, პირად კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას. ადამიანები ცდილობენ, არ დაიტვირთონ თავი.
რამდენად განსხვავდება ეს ღვთის რჩევისგან! ის მოგვიწოდებს, ისევე ვეძებოთ ცოდნა, როგორც შევეცდებოდით დამალული განძის ძებნას. ამაში ძალ-ღონის მოსახმარებლად მზადყოფნაც იგულისხმება. გამოცდილება ადასტურებს, რომ ამგვარად მოქმედებას ხანგრძლივი კმაყოფილება მოაქვს (იგავ. 2:1—4).
ასეთი ძალისხმევაა საჭირო მაშინ, როცა შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად მომზადებისას რაიმე კითხვა წამოგვეჭრება ან პირად პრობლემას ვაწყდებით. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას დავურეკოთ, სარგებლობას მივიღებთ, თუ პირადად გამოვიკვლევთ ბიბლიასა და ჩვენს პუბლიკაციებს, განსაკუთრებით კი „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსს“, რომელშიც მოცემულია თემატური და მუხლების საძიებელი.
თუ დამალული ‘განძის ამგვარად ძებნის’ შემდეგ კვლავაც დახმარება გვჭირდება, შეგვიძლია მივმართოთ რომელიმე ადგილობრივ უხუცესს. უხუცესებს საკმაო ბიბლიური ცოდნა გააჩნიათ და ინფორმაციის მოძებნის გამოცდილება აქვთ. მათი გაწონასწორებული დახმარება განსაკუთრებით მართებულია მაშინ, როცა რჩევა გვესაჭიროება რაიმე პირად პრობლემასთან ან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან უხუცესები ახლოს გვიცნობენ და იციან ჩვენი მდგომარეობა (შეადარე საქმეები 8:30, 31).
თუ კვლავაც უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო უშუალოდ საზოგადოებისგან, უმჯობესია წერილის გაგზავნა. უხუცესებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ წერილის დაწერაში (წერილის წერისას, გთხოვთ, მიჰყვეთ მითითებებს, რომლებიც მოცემულია „თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელოში“ [რუს.] გვერდები 85, 86, აბზ. 4—6). ასეთი წერილი იმის საშუალებას იძლევა, რომ პასუხის გასაცემად კვლევასა და ფიქრს გამოეყოს სათანადო დრო, რაც, ჩვეულებრივ, შეუძლებელია სატელეფონო საუბრისას.