საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 8/01 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 8/01 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აგვისტოში: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ და „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . “. სადაც მართებულია, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ და „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“. სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ნოემბერში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თუ ვინმეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შეგიძლიათ ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი შესთავაზოთ.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 სექტემბრისთვის ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.

◼ 2002 სამსახურებრივი წლისთვის ყველა კრებას ეგზავნება ბლანკების საკმარისი რაოდენობა. გთხოვთ, ეს ბლანკები გონივრულად, მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.

◼ ამ წლიდან დაწყებული თუ პიონერი ჯერ არ არის 16 წლის, პიონერული მსახურების სკოლას ვერ დაესწრება. პიონერი, რომელსაც 16 წელი შეუსრულდება 1 სექტემბრის შემდეგ, შესძლებს დაესწროს სკოლას მხოლოდ შემდეგი კალენდარული წლიდან. გამონაკლისი გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუ მცირეწლოვანი პიონერის მშობელი მიწვეულია იმავე კლასში.

◼ ლიტერატურის წლიური აღწერა ყველა კრებაში, თუ შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს დაახლოებით 2001 წლის 31 აგვისტოსთვის. ეს ისევე უნდა ხდებოდეს, როგორც ლიტერატურაზე პასუხისმგებელი ყოველთვიურად აწარმოებს არსებული ინვენტარის თვლას; საერთო ჯამი კი შეტანილ უნდა იქნეს ლიტერატურის აღწერის ბლანკში (S(d)-18). ჟურნალების საერთო რაოდენობის გაგება შეიძლება ლიტერატურაზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრი ძმებისგან, რომლებიც ყოველ კრებაში არიან. ყოველი კრება მიიღებს ლიტერატურის აღწერის სამ ბლანკს (S(d)-18). თუ რამდენიმე კრების ლიტერატურაზე ძმათა ერთი ჯგუფია პასუხისმგებელი, მხოლოდ პასუხისმგებელმა კრებამ უნდა შეავსოს ლიტერატურის აღწერის ბლანკი. გთხოვთ ორიგინალი საზოგადოების ფილიალში გაგზავნოთ არა უგვიანეს 6 სექტემბრისა. საბუთის ასლი არქივში შეინახეთ. მესამე ბლანკი გამოიყენეთ სამუშაო ქაღალდად. აღწერა უნდა ჩატარდეს პასუხისმგებელი კრების მდივნის მეთვალყურეობით. ბლანკზე ამავე კრების მდივანმა და თავმჯდომარე ზედამხედველმა უნდა მოაწერონ ხელი.

◼ 2001 წლის 15 ივლისის ნომრით დაწყებული „საგუშაგო კოშკი“ სანგო ენაზე გამოიცემა თვეში ორჯერ. 2001 წლის 1 სექტემბრიდან „საგუშაგო კოშკი“ დიდი შრიფტით ხელმისწვდომი იქნება სუაჰილზე.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi12) — სებუური

„ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“ — ჩინური, ჩინური (მარტივი)

„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო“ — ტამილური

„ღვთის ხელმძღვანელობა — სამოთხემდე მიმყვანი გზა“ — თათრული

„შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი“ — უზბეკური

◼ ახალი აუდიოკასეტები:

„გამაფრთხილებელი მაგალითები“ — ესტონური

„გაფრთხილდით, რწმენა არ დაკარგოთ“ — კორეული

„დავაფასოთ ჩვენი სულიერი მემკვიდროება“ — პორტუგალიური

◼ ახალი ვიდეოკასეტები:

„ერთგულნი განსაცდელის დროს — იეჰოვას მოწმეები საბჭოთა კავშირში“ (vcut, ნივთი №2312. ფილმში ასახულია ჩვენი ძმების ისტორია საბჭოთა კავშირში. ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსულ ენაზე გამოიცა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება