უბედნიერესი ხალხი მსოფლიოში
1 „ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი“ (ფსალმ. 143:15). ეს სიტყვები იეჰოვას მოწმეებს მსოფლიოში უბედნიერეს ხალხად ახასიათებს. ერთადერთი ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, მსახურებაზე უკეთესი რა უნდა იყოს. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და ეს მის მსახურებზეც აისახება (1 ტიმ. 1:11, აქ). ჩვენი თაყვანისცემის რომელი ზოგიერთი მხარე უწყობს ხელს ჩვენს ბედნიერებას?
2 ბედნიერების მიზეზები. იესომ დაგვარწმუნა, რომ ბედნიერია ის, „ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათ. 5:3, აქ). ამ მოთხოვნილებებს კი ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ყველა ქრისტიანულ შეხვედრაზე დასწრება გვიკმაყოფილებს. ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების ცოდნამ ხომ რელიგიური სიცრუისგან გაგვათავისუფლა (იოან. 8:32). საღვთო წერილიდან ისიც ვისწავლეთ, თუ როგორ წარვმართოთ საუკეთესოდ ჩვენი ცხოვრება (ეს. 48:17). სწორედ ამიტომაა, ბედნიერ საძმოსთან ურთიერთობით რომ ვხარობთ (1 თეს. 2:19, 20; 1 პეტ. 2:17).
3 ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებისადმი მორჩილება დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს, რადგან ვიცით, რომ ასე თავსაც ვიცავთ და იეჰოვასაც ვახარებთ (იგავ. 27:11). ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტმა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი ნორმები აქვთ დადგენილი, იეჰოვას მოწმეებს უბედურებს ვერ დავარქმევთ. პირიქით, ახალგაზრდები თუ ხნიერები, ყველანი ძალიან ბედნიერები და გაწონასწორებულები ჩანან“. როგორ დავეხმაროთ ხალხს ბედნიერების პოვნაში?
4 დავეხმაროთ ხალხს ბედნიერების პოვნაში. მსოფლიო უბედურებით არის მოცული. ადამიანებიც, ჩვეულებრივ, უიმედოდ უყურებენ მომავალს. ჩვენ კი იმედის თვალით შევყურებთ მას, რადგან ვიცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყოველგვარი სადარდებელი წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 21:3, 4). ამიტომ გულმოდგინედ ვქადაგებთ და ვეძებთ გულწრფელ ადამიანებს, რათა ჩვენი იმედი და იეჰოვასადმი ჩვენი რწმენა გავუზიაროთ (ეზეკ. 9:4).
5 პიონერმა დამ აღნიშნა: „იმაზე მეტი კმაყოფილების მომგვრელი რა უნდა იყოს, როცა ადამიანებს იეჰოვასა და მისი ჭეშმარიტების გაცნობაში ვეხმარებით“. შეძლებისდაგვარად, ძალ-ღონეს ნუ დავიშურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა. როდესაც იეჰოვას ვემსახურებით და სხვებსაც ვეხმარებით, რომ მისი მსახურები გახდნენ, დიდ ბედნიერებას ვგრძნობთ (საქ. 20:35).