საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/02 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
km 4/02 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც განმეორებითი მონახულებისას ინტერესს გამოავლენენ, ჩავიწეროთ, რომ რეგულარულად მივუტანოთ ჟურნალები. ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზნით შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზეთ კრების ლიტერატურის მარაგში არსებული სხვა ბროშურა. ივლისი: ქვემოთ ჩამოთვლილი 32-გვერდიანი ბროშურებიდან ნებისმიერი: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ და „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“. სადაც მართებულია, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“.

◼ ოფისს აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია კრების ყველა თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა რაც შეიძლება მალე უნდა შეავსოს და გაუგზავნოს ოფისს ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ეს ეხება საფოსტო ინდექსის ცვლილებასაც.

◼ თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ, დაესწროთ კრების შეხვედრებს, სარაიონო ან საოლქო კონგრესს, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას უწევს ზედამხედველობას. ფილიალების მისამართები მოცემულია ამა წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.

◼ ახლა უკვე ხელმისაწვდომია „საგუშაგო კოშკი“ დიდი შრიფტით ზულუ ენაზე.

◼ მათთვის, ვისაც სუსტი მხედველობა აქვს, დიდი შრიფტით დაიბეჭდა წიგნი „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“. ამჟამად ის ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე: ბერძნული, გერმანული, დანიური, ესპანური, იაპონური, ინგლისური, იტალიური, კორეული, მარტივი ჩინური, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სლოვაკური, უკრაინული, უნგრული, ფინური, ფრანგული, შვედური, ჩეხური, ხორვატული და ჰოლანდიური. „ლიტერატურის გამოწერის ბლანკში“ (S-14) ეს პუბლიკაცია შეგიძლიათ შეიტანოთ, როგორც „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“ (დიდი შრიფტით, ნივთი №5430; აღნიშვნა iplp-2). კრების შეკვეთები გაგზავნილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 2002 წლის 25 აპრილისა. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ეს პუბლიკაცია ისეთ პუბლიკაციებს განეკუთვნება, რომელთათვისაც განსაკუთრებული შეკვეთაა საჭირო და რომელიც მხოლოდ სუსტი მხედველობის მქონეთათვის არის განკუთვნილი. ამიტომ კრებაში ავტომატურად არ იქნება გაგზავნილი. როგორც კი წიგნი „ესაიას წინასწარმეტყველება II — დიდი შრიფტით“ ხელმისაწვდომი გახდება, მაშინვე გამოჩნდება შესაკვეთ პუბლიკაციათა სიაში.

◼ „სამეფოს მელოდიების ალბომში“ ახლა უკვე 9 კასეტაა (ნივთი №1700; აღნიშვნა csm).

◼ ახალი პუბლიკაციები:

„იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან ისინი?“ — ოსური

„შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი“ — ლეზგიური

„გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ — ლიტვური

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება