თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 2002 წლის 2 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 23 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით. ცალკე ფურცელზე უპასუხე იმდენ კითხვას, რამდენსაც გამოყოფილ დროში მოასწრებ.
[შენიშვნა: წერითი გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. კითხვებთან დართული მითითებები გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის.]
აღნიშნე „სწორია“ თუ „არასწორი“ შემდეგი მტკიცებები:
1. სინამდვილეში არ არსებობს „დიდი თევზი“, რომელიც შეძლებდა ადამიანის მთლიანად გადაყლაპვას (იონა 2:1) [bsi02-2, გვ. 9, აბზ. 4].
2. ეზეკიელის 37:15—24-ში მოხსენიებული ხის ორი ნაჭრის შეერთებას ის თანამედროვე პარალელი აქვს, რომ 1919 წელს ერთგული ცხებული ქრისტიანები ქრისტეს მმართველობით გაერთიანდნენ, რომელიც მათი „ერთი მეფე“ და „ერთი მწყემსია“ [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.89, გვ. 21, აბზ. 13 (რუს.)].
3. თუმცა ბიბლიის კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დანიელის წიგნის ისტორიული სიზუსტე, წლების მანძილზე მოპოვებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა სრულად გააბათილა მათი მტკიცებები [bsi02-1, გვ. 23, აბზ. 4].
4. ოსიას წინასწარმეტყველება ძირითადად იუდას ორტომიან სამეფოს ეხებოდა [bsi02-1, გვ. 29, აბზ. 8].
5. გამოთქმა „მცირე წინასწარმეტყველთა“ მართებულად არის შერჩეული და ებრაული წერილების ბოლო 12 წიგნის მცირე მნიშვნელოვნებაზე მეტყველებს [bsi02-1, გვ. 27, აბზ. 1].
6. ამოსი წინასწარმეტყველი იყო, როდესაც იეჰოვამ დაუძახა და გააგზავნა, რათა იუდასა და ისრაელისთვის ეწინასწარმეტყველებინა (4 მეფ. 2:3) [bsi02-2, გვ. 3, აბზ. 1].
7. იაკობის 4:17 და ეზეკიელის 33:7—9 ერთმანეთს შეესაბამება და გვიჩვენებს, რომ შემეცნება, რომლის მიღებასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, მის წინაშე პასუხისმგებლობას გვაკისრებს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.04.93, გვ. 7, აბზ. 1 (რუს.)].
8. სოფონიას 3:9-ში (აქ) მოხსენიებულ „სუფთა ენაში“ შედის ღვთისა და მის განზრახვებთან დაკავშირებული ჭეშმარიტების სწორი გაგება [ბიბლიის ყოველდღიური კითხვა; იხილეთ w 15.02.01, გვ. 27, აბზ. 18].
9. დანიელმა მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი სიზმრის ახსნით ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის სახელი მას შემდეგ დაიმკვიდრა, რაც მეფემ სიზმარი მოუყვა [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ დანიელის 2:7—9, 26].
10. ზაქარიას 9:6, 7-ში აღწერილი ფილისტიმელები, რომლებიც ხდებიან «როგორც ერთი ათასეული [„შეიხი“, აქ] იუდაში», დღეს არსებულ სხვა ცხვრებს განასახიერებენ, რომლებიც „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ იმოძღვრებიან და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული უფლებამოსილება ეძლევათ (მათ. 24:45) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ br-10, გვ. 16, აბზ. 14].
უპასუხე შემდეგ კითხვებს:
11. ქადაგებასთან დაკავშირებული ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ შეიძლება შევადაროთ ეზეკიელის გუშაგად ყოფნის პასუხისმგებლობას? (ეზეკ. 33:1—11) [ბიბლიის ყოველდღიური კითხვა; w 01.06.88, გვ. 22, აბზ. 13 (რუს.)].
12. რა პარალელი არსებობს დღევანდელობასა და გამხმარ ძვლებთან დაკავშირებულ ეზეკიელის ხილვას შორის? (ეზეკ. 37:4—10) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.89, გვ. 20, აბზ. 12 (რუს.)].
13. რა წარმოადგენს ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებას იმისას, რომ წიგნი ზაქარია ღვთივსულიერია? [bsi02-2, გვ. 27, აბზ. 5].
14. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქალაქით (ეზეკ. 48:15—17) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 01.03.99, გვ. 18, აბზ. 22].
15. რისკენ მოუწოდებდა ოსიას 14:3 ისრაელებს და როგორ ასრულებენ დღეს ამ წინასწარმეტყველებას იეჰოვას მოწმეები? (ებრ. 13:15) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.03.95, გვ. 18, აბზ. 1, 2]
16. რის სწავლა შეგვიძლია მეფის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე დანიელის საპასუხო მოქმედებიდან? (დან. 6:8—11) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ dp გვ. 125, აბზ. 25—28].
17. იეჰოვას რომელი ცნობის გაცხადებისას არის ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ლომივით უშიშარი ხალხებში? (მიქ. 5:7) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.01.83, გვ. 3, აბზ. 10 (რუს.)].
18. რას ნიშნავს აბაკუმის 3:14-ში მოხსენიებული გამოთქმა: „თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს“? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.02.00, გვ. 22, აბზ. 15; w 01.08.81, გვ. 29, აბზ. 6, 7 (ინგლ.)].
19. რაზე მიუთითებს სოფონიას 2:3-ში გამოყენებული სიტყვა „ვინძლო“? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.01, გვ. 19, აბზ. 8].
20. ზაქარიას 8:6-ის თანახმად, როგორ ასრულებს იეჰოვა 1919 წლიდან იმ საქმეს, რაც ხალხის თვალში თითქმის შეუძლებელი იყო? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.01.96, გვ. 25, აბზ. 18, 19].
ჩაამატე შემდეგი მტკიცებების დასასრულებლად საჭირო სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზები:
21. ეზეკიელის 34:23-ში მოხსენიებული გამოთქმა „ჩემი მორჩილი“ („ჩემი მსახური დავითი“, აქ), _____________________________________ სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ ჩაიწერა; ეს მტკიცება წინასწარმეტყველურ ხასიათს ატარებს და ______________________________________ ეხება [bsi02-1, გვ. 21, აბზ. 31].
22. ___________________ ქადაგებიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ წინასწარმეტყველმა ___________________ ქალაქ ___________________ სისხლიანი ქალაქი უწოდა [bsi02-2, გვ. 10, აბზ. 10; si გვ. 160, აბზ. 10 (ინგლ.)].
23. „ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“ ___________________ გამოვიდა. აქედან აითვლება 69 შვიდეული, რომელიც ახ. წ. 29 წელს მესიის გამოჩენით დასრულდა (დან. 9:25) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ dp გვ. 190, აბზ. 20—22].
24. იოველის 3:4-ს, რომელშიც ნათქვამია, რომ მზე დაბნელდება, მათეს 24:29, 30-თან აქვს პარალელი, სადაც ___________________ აღწერს, რომ ის, როგორც კაცის ძე, ________________________________________________________ მოვა [bsi02-1, გვ. 32, აბზ. 13].
25. ___________________ წინასწარმეტყველება ასურეთსა და მის დედაქალაქ ___________________ დაკავშირებით იეჰოვას სამართლიანობასა და უზენაესობას განადიდებს და გვარწმუნებს, რომ იეჰოვა გაასამართლებს ყველა ბოროტს [bsi02-2, გვ. 17, აბზ. 11].
მოძებნე სწორი პასუხები:
26. ეზეკიელის წიგნში ხაზი ესმება იმას, რომ იეჰოვა არის (სულგრძელი; თავმდაბალი; წმინდა) და გვამცნობს, რომ (პიროვნული თვისებების განვითარება; იეჰოვას სახელის განწმენდა; კარგი მეზობლობა) ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია [bsi02-1, გვ. 22, აბზ. 33).
27. ეზეკიელი, რომელიც დანიელის თანამედროვე იყო, ადასტურებს, რომ დანიელი რეალური პიროვნება იყო, რადგან მას (ნოესთან და იობთან; მოსესთან და იესო ნავეს ძესთან; ელიასა და ელისესთან) ერთად მოიხსენიებს [bsi02-1, გვ. 23, აბზ. 2].
28. დანიელის 2:34, 35, 45-ის თანახმად, ლოდით, რომელიც ეცემა და ანადგურებს კერპს, წარმოდგენილია (არმაგედონი, მკაცრი განაჩენი, რომლის შესახებაც ღვთის ხალხი აცხადებს; ღვთის მესიანური სამეფო) [bsi02-1, გვ. 25, აბზ. 20, 23].
29. იოველის 1:4—6-ში მოხსენიებული კალიების სახით წარმოდგენილი სიმბოლური ერი წარმოადგენს (ისრაელ ერს; ცხებულ ქრისტიანებს; რომაელთა არმიას) (საქ. 2:1, 14—17) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 01.05.98, გვ. 9, აბზ. 9].
30. ამოსის (8:11; 9:2, 3; 9:11, 12)-ის გაგება დაეხმარა პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს იმის გათვითცნობიერებაში, რომ ღვთის ნება იყო ქრისტიანულ კრებაში არაებრაელების შეკრება (საქ. 15:13—19) [bsi02-2, გვ. 5, აბზ. 16].
ქვემოთ მოყვანილ მტკიცებებს შეურჩიე შესაბამისი ბიბლიური მუხლები:
დან. 1:8, 11—13; ოს. 6:6; სოფ. 2:3; ზაქ. 4:6, 7; 13:3.
31. ახალგაზრდა ქრისტიანებს არ უნდა რცხვენოდეთ, ზრდილობიანად აუხსნან თავიანთ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს, რომ ღვთისგან განსწავლული სინდისის წინააღმდეგ არ წავლენ [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.11.92, გვ. 14, აბზ. 17 (რუს.)].
32. ღმერთს ფორმალურად შეწირული მსხვერპლის სიმრავლე (სიუხვე) კი არ უხარებს გულს, არამედ შემეცნებაზე დაფუძნებული თავდადებული სიყვარულის გამოვლენა [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ bsi02-1, გვ. 29, აბზ. 16].
33. ღვთის გულმოწყალება ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ [bsi02-2, გვ. 23, აბზ. 11].
34. ღვთის განზრახვა ადამიანის ძალით კი არ ხორციელდება, არამედ სულიწმიდით, რაც მის მსახურებს საშუალებას აძლევს, გადალახონ ნებისმიერი წინააღმდეგობა და განაგრძონ ღვთის მსახურება [bsi02-2, გვ. 27, აბზ. 2].
35. ერთგულება, რომლითაც იეჰოვას ორგანიზაცია გამოირჩევა ადამიანებთან, მათ შორის ახლო ნათესავებთან, ურთიერთობაზე მაღლა დგას [bsi02-2, გვ. 28, აბზ. 24).