იცხოვრეთ მიძღვნის თანახმად
1 იმისდა მიუხედავად, ახლახანს მოინათლეთ თუ ათწლეულების წინათ, ალბათ, გახსოვთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. ნათლობა არ არის დასასრული, პირიქით, ღვთისადმი მიძღვნილი მსახურის ცხოვრების დასაწყისია, რომელიც შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს (1 იოან. 2:17). რა მოგვეთხოვება, რომ მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ?
2 მივბაძოთ ქრისტეს. იესომ მონათვლის შემდეგ „დაიწყო თავისი საქმე“ და აცხადებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 3:23, აქ; 4:43, აქ). მსგავსადვე, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ნათლობის შემდეგ, ჩვენ დავინიშნეთ სასიხარულო ცნობის მსახურებად. თუმცა ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი სახსრების გამომუშავება საკმაო დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენთვის უმთავრესი საქმე მაინც ქრისტიანული მსახურებაა (მათ. 6:33). ნაცვლად იმისა, რომ სიმდიდრისა და პრესტიჟისკენ ისწრაფონ, ღვთისადმი მიძღვნილები მოციქულ პავლეს მსგავსად ‘ადიდებენ მსახურებას’ (რომ. 11:13). აფასებთ იეჰოვასადმი მსახურების ბრწყინვალე შესაძლებლობას და განადიდებთ მას?
3 იესოს მსგავსად, ჩვენც ‘წინ უნდა აღვუდგეთ ეშმაკს’ (იაკ. 4:7). სატანა იესოს შეცდენას მისი ნათლობის შემდეგ ცდილობდა და დღესაც მის სამიზნეს იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები წარმოადგენენ (ლუკ. 4:1—13). ვინაიდან სატანის ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, თვითდისციპლინა გვჭირდება, რომ ვერიდოთ ყოველივე იმას, რაც წაბილწავდა ჩვენს გონებას ან გარყვნიდა ჩვენს გულებს (იგავ. 4:23; მათ. 5:29, 30). პავლემ ქრისტიანები შეაგონა: „არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც“ (1 კორ. 10:21). ამიტომ მოგვეთხოვება, რომ თავი დავიცვათ ზიანის მომტანი გართობისგან, ცუდი საზოგადოებებისგან და ინტერნეტის საფრთხისგან. ასევე, უნდა ვერიდოთ განდგომილთა ლიტერატურას. სატანის ამა თუ იმ ხრიკებისადმი სიფხიზლის გამოვლენა მიძღვნის თანახმად ცხოვრებაში დაგვეხმარება.
4 ვისარგებლოთ ყველაფრით, რასაც ღმერთი გვაძლევს. იმისათვის, რომ მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ, იეჰოვა გვთავაზობს დახმარებას თავისი სიტყვისა და ქრისტიანული კრების მეშვეობით. ყოველდღიურად იკითხეთ ბიბლია და ილოცეთ იეჰოვასადმი (იესო 1:8; 1 თეს. 5:17). სიხარულით დაესწარით კრების შეხვედრებს (ფსალმ. 121:1). ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვისაც ეშინია იეჰოვასი და იცავს მის კანონებს (ფსალმ. 118:63).
5 ღვთის დახმარებით შევძლებთ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებას და მის მსახურებაში მარადიული სიხარულის პოვნას (ფსალმ. 21:27, 28; ფილ. 4:13).