გამოიყენე წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“ ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად
წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“ შედგენილია იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ახლებს, უკეთ გაიგონ ჭეშმარიტება და გაიღრმავონ მადლიერება იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი. შეგიძლიათ ის მეორე წიგნად გამოიყენოთ ბიბლიის შესწავლებზე. 2000 წლის ივნისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, მე-4 გვერდზე, ნათქვამი იყო: «თუ ჩანს, რომ პიროვნებას წინსვლა აქვს, თუმცა არც ისეთი სწრაფი, და ის შესწავლილისადმი მადლიერებას ავითარებს, განაგრძე მასთან ბიბლიის შესწავლა მეორე პუბლიკაციით იმის შემდეგ, რაც გაივლით ბროშურას „რას მოითხოვს“ და წიგნ „შემეცნებას“. . . ყველა შემთხვევაში, პირველად უნდა შეასწავლოთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და წიგნი „შემეცნება“. ბიბლიის შესწავლა, განმეორებითი მონახულებები და დრო, რომელიც შესწავლის გაგრძელებას მიეძღვნა, უნდა შეიტანო ანგარიშებში, მაშინაც კი, თუ შემსწავლელი მოინათლა, მაგრამ სხვა პუბლიკაციის შესწავლა ჯერ არ დასრულებულა».
კიდევ ვისთვის იქნება კარგი ამ წიგნის შესწავლა? იმავე სტატიაში ნათქვამია: «თუ ვინმეს იცნობ, ვინც წარსულში [ბროშურა „რას მოითხოვს“ და] „შემეცნება“ გაიარა, მაგრამ წინ არ წაიწია მიძღვნისა და მონათვლისკენ, შეგიძლია გამოავლინო ინიციატივა და ჰკითხო, სურს თუ არა ბიბლიის შესწავლის განახლება». მოდი შევეცადოთ მარტსა და აპრილში ასეთებთან ბიბლიის შესწავლების დაწყებას და გამოვიყენოთ წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“.