განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. შეეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა. ივლისსა და აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მათ, ვინც ინტერესი გამოავლინა, შესთავაზეთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და შეეცადეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა.
◼ სექტემბრიდან სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ საჯარო მოხსენებით, რომლის სათაურია „მომავალს რწმენითა და სიმამაცით შეხვდით“.
◼ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ქადაგებისას მაუწყებლებს შეუძლიათ გაავრცელონ წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შეგიძლიათ სხვა შესთავაზოთ. ყველამ უნდა ატაროს სხვადასხვანაირი ტრაქტატები მათთვის, ვინც სახლში არ ხვდებათ, ან ვინც არ იღებს ლიტერატურას. მთელი ძალ-ღონე უნდა მოხმარდეს განმეორებითი მონახულებების გაკეთებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაუნაწილებელი ტერიტორია რომელიმე კრებასთან ახლოს მდებარეობს.
◼ კრების მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ კრებაში საკმარისი რაოდენობის ბლანკი იყოს პიონერული (S-205) და დამხმარე პიონერული (S-205b) მსახურებისთვის. მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). იქონიეთ ერთი წლის მარაგი მაინც.
◼ პიონერული მსახურების განცხადების ოფისში გაგზავნამდე კრების მდივანმა უნდა შეამოწმოს, რომ ის სრულად არის შევსებული. თუ განმცხადებელს ზუსტად არ ახსოვს თავისი ნათლობის ზუსტი თარიღი, მაშინ მიახლოებით უნდა ჩაწეროს თარიღი და შემდეგ ჩაინიშნოს ის მომავლისთვის. მდივანმა ეს მიახლოებითი თარიღი მაუწყებლის ანგარიშების ბარათში უნდა ჩაწეროს.
◼ თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ კრების შეხვედრებზე, სარაიონო ან საოლქო კონგრესზე დასწრებას, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას ზედამხედველობს. ფილიალების მისამართების ნახვა შეიძლება მიმდინარე წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.
◼ ორგანიზაციას აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა, რაც შეიძლება მალე, უნდა შეავსოს, ხელი მოაწეროს და გაუგზავნოს საზოგადოებას ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ამაში შედის სატელეფონო კოდის ცვლილებაც.
◼ სიხარულით გაცნობებთ, რომ 2004 წლის თებერვლის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების თანახმად რუსეთში დაფიქსირდა მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი (135 167), პიონერთა უმაღლესი რიცხვი (15 302) და ბიბლიის შესწავლების უმაღლესი რიცხვი (131 333). ყაზახეთშიც მიღწეულ იქნა მაუწყებელთა (14 047), პიონერთა (1 280) და ბიბლიის შესწავლების (13 458) უმაღლესი რაოდენობა. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ყირგიზეთში დაფიქსირდა პიონერთა (339) და ბიბლიის შესწავლების (4 358) უმაღლესი რიცხვი, ხოლო სომხეთში მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი (8 321). ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ ‘იზრდება ღვთის სიტყვა და ძალიან მრავლდება მოწაფეთა რიცხვი’ (საქ. 6:7).