განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. მარტში: ბროშურა „იფხიზლეთ!“ მას, ვინც გულწრფელ ინტერესს გამოავლენს, გააცანით წიგნი „შემეცნება“ და შესთავაზეთ ბიბლიის საშინაო შესწავლა. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ დაინტერესებულებთან განმეორებითი მონახულებების გაკეთების დროს არ დაგავიწყდეთ ისინი, რომლებიც დაესწრნენ გახსენების საღამოს ან სხვა რომელიმე თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ არა აქვთ აქტიური კავშირი კრებასთან. შესთავაზეთ წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას, განსაკუთრებით მათთან, ვინც უკვე გაიარა „შემეცნება“ და „რას მოითხოვს?“
◼ სიხარულით გაცნობებთ, რომ 2004 წლის 8 ოქტომბერს სომხეთში ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა.
◼ 2005 წლის იანვრიდან „ჩვენი სამეფო მსახურება“ რუსულ ენაზე გამოიცემა ცალკე ბელორუსიისთვისა და რუსეთისთვის, ცალკე აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და სომხეთისთვის, ცალკე ტაჯიკეთისთვის, უზბეკეთისა და ყაზახეთისთვის და აგრეთვე ცალკე ყირგიზეთისთვის. უცხოენოვან კრებებსა და ჯგუფებში მომსახურე უხუცესებმა თვალყური უნდა ადევნონ განცხადებებს არა მათ ენაზე დაბეჭდილ გამოცემებში, არამედ იმ ქვეყნისთვის განკუთვნილში, რომელშიც ცხოვრობენ. ამისთვის უხუცესებმა თავისთვის უნდა გამოიწერონ „ჩვენი სამეფო მსახურების“ რამდენიმე ეგზემპლარი თავიანთი ქვეყნის ძირითად ენაზე.
◼ თებერვლიდან დაწყებული, არა უგვიანეს 6 მარტისა, სარაიონო ზედამხედველები წარმოთქვამენ ახალ საჯარო მოხსენებას „გონივრულად იმოქმედე ამ უგუნურ ქვეყნიერებაში“.
◼ კრებებმა სათანადოდ უნდა იზრუნონ გახსენების საღამოს ჩასატარებლად, რომელიც ამა წლის 24 მარტს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ გაიმართება. თუმცა შესაძლებელია მოხსენების მზის ჩასვლამდე დაწყება, სიმბოლოების ჩამოტარება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ უნდა მოხდეს. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში. სასურველია, რომ ყველა კრებამ ცალ-ცალკე აღნიშნოს გახსენების საღამო, თუმცა ეს შეიძლება ყოველთვის არ მოხერხდეს. როდესაც ერთი და იმავე სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს, შეიძლება ამ საღამოსთვის რომელიმე მათგანმა ცალკე დარბაზი დაიქირავოს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნებოდა პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დაგეტოვებინათ, რათა ყველამ სრული სარგებლობა მიიღოს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ტრანსპორტის მოძრაობას და ავტოსადგომზე მანქანების გაჩერებას, მათ შორის მგზავრების ჩასხმას თუ ჩამოსხმას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ადგილობრივად რის გაკეთება იქნებოდა საუკეთესო.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ მარტის გამოცემაში მოცემული იქნება მასალა ვიდეოფილმის, „ნოე — ის, ღმერთთან დადიოდა“, განსახილველად. ეს ფილმი გამოცემულია რუსულ ენაზე ვიდეოკასეტის სახით. აგრეთვე ფილმი „ნოე — ის, ღმერთთან დადიოდა“ და ფილმი „დავითი ღმერთზე იყო მინდობილი“ ჩაწერილია DVD-ზე. ეს DVD შეიცავს ტექსტს შემდეგ რვა ენაზე: გერმანული, ესპანური, იაპონური, ინგლისური, იტალიური, პორტუგალიური (ბრაზილიური), რუსული და ფრანგული. ვიდეოკასეტა და DVD შეგიძლიათ შეუკვეთოთ კრების მეშვეობით ლიტერატურის შეკვეთის დროს.