საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 2/05 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
km 2/05 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: წიგნი „დაუახლოვდით იეჰოვას“. მარტში: ბროშურა „იფხიზლეთ!“. თუ პიროვნება ნამდვილ ინტერესს ავლენს, შესთავაზეთ წიგნი „შემეცნება“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებებს, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. შეეცადეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები, განსაკუთრებით მათთან, ვინც უკვე შეისწავლა წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიში 1 მარტისთვის ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მორიგი საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.

◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ ყველა პიონერის საქმიანობის შედეგებს. თუ რომელიმეს უჭირს საათების ნორმის შესრულება, უხუცესებმა უნდა იზრუნონ დახმარებაზე. რჩევებისთვის იხილეთ ყოველწლიური წერილი (S-201).

◼ 2005 წლის სპეციალური საჯარო მოხსენების სათაურია „რატომ ეწამა და მოკვდა იესო?“ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი განცხადება 2004 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.

◼ ყველას, ვინც დაესწრება საჯარო მოხსენებას კვირას 20 მარტს, საშუალება ექნება, მოისმინოს სპეციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომზადდა მაუწყებლებისთვის.

◼ ფილიალი არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს იმას, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება ფილიალს, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, ამის შესახებ შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გაითვალისწინეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება