განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ როდესაც განმეორებით ინახულებთ დაინტერესებულ ადამიანებს, აგრეთვე მათ, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა რომელიმე თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ არა აქვთ რეგულარული კავშირი კრებასთან, შეეცადეთ შესთავაზოთ წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“. ეცადეთ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები, განსაკუთრებით მათთან, რომლებმაც უკვე გაიარეს წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მოსაუბრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. ივლისში: ბროშურები: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ და „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. ასევე კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა.
◼ 2005 წლის საოლქო კონგრესის სამკერდე ნიშნები კრებებს ავტომატურად გაეგზავნება. ასე რომ, საჭირო არ არის მათი შეკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრებაში არის უცხოენოვანი ჯგუფი. თითოეული კრება სამკერდე ნიშნებს მიიღებს „ჩვენი სამეფო მსახურების“ რაოდენობის მიხედვით, ამ რაოდენობას დაემატება 40 პროცენტი. თუ კრებას დამატებით დასჭირდება სამკერდე ნიშნები, უნდა შეუკვეთონ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S–14) მეშვეობით. სამკერდე ნიშნის პლასტმასის ბუდეები კრებაში ყველა მსურველისთვის უნდა შეუკვეთოთ.
◼ ფილიალს აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართებისა და ტელეფონის ნომრების შესახებ. აგრეთვე იმ ძმების მისამართები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჯგუფებზე. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა რაც შეიძლება მალე უნდა შეავსოს და გაუგზავნოს ფილიალს ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S–29). ეს ეხება სატელეფონო კოდის ცვლილებასაც.
◼ სიხარულით გაცნობებთ, რომ 2004 წლის 12 დეკემბერს სანქტ–პეტერბურგში ჩატარდა მსახურებაში დახელოვნების სკოლის 23–ე კლასის გამოსაშვები პროგრამა, რომელსაც 301 ადამიანი დაესწრო. 23–მა სტუდენტმა გაიარა შესანიშნავი სწავლება და ახლა ისინი მზად არიან მიღებული ცოდნის გამოსაყენებლად. 9 ძმა დაინიშნა სპეციალურ პიონერად, დანარჩენები კი თავიანთ კრებებში განაგრძობენ მსახურებას. ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებთ წარმატებებსა და იეჰოვას კურთხევებს მსახურებაში! (საქ. 20:35).
◼ ივნისში სამსახურებრივი შეხვედრის პროგრამაში ჩართული იქნება 25–წუთიანი ნაწილი, რომელშიც განხილული იქნება ვიდეოფილმი „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“. მაუწყებლების მიერ შეკვეთილი ვიდეოკასეტების გარდა, ყველა კრება მიიღებს დამატებით ორ ვიდეოკასეტას რუსულ ენაზე. უხუცესებმა უნდა იზრუნონ, რომ კრების ყველა წევრს ჰქონდეს ამ ფილმის წინასწარ ნახვის შესაძლებლობა.