საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/05 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
km 11/05 გვ. 3

განცხადებები

გასავრცელებელი ლიტერატურა ნოემბერში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ წიგნი „შემეცნება“ ან ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192–გვერდიანი წიგნი. თუ მობინადრე უარს იტყვის წიგნის აღებაზე, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“ იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე, თუ არის კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. თებერვალში: „დაუახლოვდით იეჰოვას“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი, შეგიძლიათ შესთავზოთ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192–გვერდიანი წიგნი.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიში 1 დეკემბრისთვის ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მორიგი საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.

◼ კრების უხუცესებმა უნდა ჩაატარონ სამეფო დარბაზის ყოველწლიური შემოწმება და მიიღონ შესაბამისი ზომები, როგორც ეს მოცემულია 2003 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვერდები 4, 5. ასევე, აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, სრულდება თუ არა სამეფო დარბაზის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ფილიალიდან მიღებული ყველა რეკომენდაცია. კრების მონახულებისას სარაიონო ზედამხედველი შეამოწმებს, გაკეთდა თუ არა ეს ყველაფერი. თუ კრება შეხვედრებს საკუთარ სამეფო დარბაზში ატარებს, ამ დარბაზზე პასუხისმგებელი კრების მდივანმა, ყურადღება უნდა მიაქციოს იურიდიული საბუთების წარმოებას. თუ საჭიროა რაიმე საბუთის გაფორმება, გადასახადების ან დავალიანებების გადახდა, ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ, განკუთვნილ დროში უნდა გაკეთდეს. ყველა დოკუმენტის ასლი, რომელსაც ფილიალი მოითხოვს, მაშინვე უნდა გაეგზავნოს ფილიალს.

◼ იანვარში სამსახურებრივ შეხვედრაზე განვიხილავთ ვიდეოფილმს „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“. თუ საჭიროა, ვიდეოფილმი რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ კრების საშუალებით.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება