თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2006 წლის 24 აპრილით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30–წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2006 წლის 6 მარტით დაწყებული კვირიდან 24 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რატომ უნდა გავაკეთოთ სწავლების დროს პაუზები ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლის დროს, მაგრამ რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი ამის გაკეთებაში? [be, გვ. 98, აბზ. 2, 3]
2. რატომ არის მნიშვნელოვანი პაუზების გაკეთება ქადაგებისას? [be, გვ. 99, აბზ. 5—გვ. 100, აბზ. 4]
3. რატომ არის მნიშვნელოვანი მოხსენებით გამოსვლის დროს აზრობრივი მახვილის დასმა და როგორ შეგვიძლია ამის სათანადოდ გაკეთება? [be, გვ. 101, აბზ. 1—5 და ჩარჩო]
4. როგორ შეგვიძლია მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმა ხმამაღლა კითხვისას? [be, გვ. 105, აბზ. 1—6]
5. რატომ არის მნიშვნელოვანი ხმის სათანადო სიმაღლე სწავლების დროს და როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორი ხმის სიმაღლით ვილაპარაკოთ? [be, გვ. 107, 108]
დავალება №1
6. რით ჰგავს დღევანდელი ქრისტიანების სიტუაცია ესთერისა და მორდექაის სიტუაციას? როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ? [bsi05, გვ. 11, აბზ. 17]
7. რას გულისხმობდა სოლომონი, როდესაც თქვა: „ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო“ (ეკლ. 2:11). [w 15.10.04, გვ. 4, აბზ. 3, 4]
8. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ღვთისადმი სიყვარული? (მარ. 12:30). [w 01.03.04, გვ. 19—21]
9. რა განსხვავებაა სულიერ და მატერიალურ ფასეულობას შორის? [w 15.10.04, გვ. 5—7]
10. რა დაგვეხმარება იმაში, რომ კონგრესებზე ყურადღებით ვიყოთ და ხელი არაფერმა შეგვიშალოს მოსმენაში? [be, გვ. 15, 16]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რატომ დაუფარეს ჰამანს სახე? (ესთ. 7:8).
12. რომელმა სულიერმა ქმნილებამ მოახდინა ელიფაზის აზროვნებაზე გავლენა? (იობ. 4:15, 16). [w 15.09.05 გვ. 26, აბზ. 2]
13. მიუთითებს იობის 7:9, 10-სა და 10:21–ში ჩაწერილი სიტყვები იმაზე, რომ იობს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომის?
14. რას გულისხმობდა იობი შემდეგ სიტყვებში: „ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი“ (იობი 19:20).
15. რა ნიშნავს იობის სიტყვები: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას“ და რის სწავლა შეგვიძლია აქედან? (იობი 27:5).