საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/06 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
km 6/06 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერება“. ივლისსა და აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში:. წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა პირველივე მონახულებისას. განმეორებითი მონახულების მიზანი უნდა იყოს ამ წიგნით ბიბლიის შესწავლის დაწყება.

◼ ივლისში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ საშუალებას იძლევა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.

◼ სექტემბერში სამსახურებრივ შეხვედრაზე განვიხილავთ ვიდეოფილმს: „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“ (რუს.) თუ საჭიროა, რაც შეიძლება მალე შეუკვეთეთ კასეტები კრების მეშვეობით.

◼ ვთხოვთ ყველა კრებას, რომ კალენდრები, წელიწდეულები და ბროშურები „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ 2007 წლისთვის შეუკვეთოთ 2006 წლის 1 ივლისამდე. იხილეთ 2006 წლის 10 აპრილით დათარიღებულ წერილში „განცხადება ყველა კრებას“ მოცემული მითითებები.

◼ სიხარულით გაუწყებთ ბოლო თვეების განმავლობაში სამქადაგებლო მსახურებაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენი ფილიალი უწევს ზედამხედველობას. 2006 წლის თებერვალში სომხეთში იყო პიონერების უმაღლესი რიცხვი — 1251, თითქმის ყოველი მეშვიდე მაუწყებელი. აზერბაიჯანში თებერვალში ტარდებოდა 903 ბიბლიის შესწავლა. ეს ნიშნავს, რომ ერთ მაუწყებელზე მოდიოდა 1,7 ბიბლიის შესწავლა. ბელორუსში თებერვალში აღინიშნა მაუწყებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 3 910 და ზედიზედ ეს უკვე მაუწყებელთა მეორე ახალი უმაღლესი რიცხვია. თებერვალში საქართველოშიც მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი იყო 15 761. ამასთანავე, ოქტომბრიდან დაწყებული ყოველთვიურად იზრდებოდა პიონერთა რაოდენობაც და თებერვალში მიაღწია 1934-ს. ყაზახეთში თებერვალში იყო მაუწყებელთა და პიონერთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 14 889 მაუწყებელი და 1614 პიონერი. ყირგიზეთში ყოველი მეშვიდე მაუწყებელი პიონერია და თებერვალში პიონერთა უმაღლესმა რიცხვმა 564 შეადგინა. რუსეთში 2005 წლის ნოემბრიდან უწყვეტად იზრდება პიონერთა რიცხვი და ამა წლის თებერვალში პიონერად 17 333 მაუწყებელი მსახურობდა. წარმატებები სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება. ეს აჩვენებს, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს თავის ხალხს ამ ბოლო დღეებში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება