საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 7/06 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
km 7/06 გვ. 3

განცხადებები

გასავრცელებელი ლიტერატურა ივლისსა და აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა პირველივე მონახულებისას. განმეორებითი მონახულების მიზანიც ამ წიგნით ბიბლიის შესწავლის დაწყება უნდა იყოს. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრემ გამოავლინა ინტერესი, შესთავაზე ბროშურა „იფხიზლეთ“ ბიბლიისადმი ინტერესის გასაღვივებლად.

◼ სექტემბრიდან სარაიონო ზედამხედველები წარმოთქვამენ საჯარო მოხსენებას სათაურით — „კარგი სახელი გაქვს ღვთის წინაშე?“.

◼ სასურველია, რომ პიონერული მსახურების შესახებ განცხადება ოფისს პიონერული მსახურების დაწყებამდე სულ მცირე 30 დღით ადრე გაეგზავნოს. პიონერული მსახურების განცხადების ოფისში გაგზავნამდე კრების მდივანმა უნდა შეამოწმოს ის, სრულად არის თუ არა შევსებული. თუ პიონერად მსახურების მსურველს ზუსტად არ ახსოვს ნათლობის თარიღი, მაშინ თარიღი მიახლოებით ჩაწეროს და თავისთვისაც ჩაინიშნოს. მდივანმა ეს მიახლოებითი თარიღი მაუწყებლის ანგარიშის ბარათში (S-21) უნდა ჩაწეროს.

◼ კრების მდივანმა უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა ყველა პიონერის „დანიშვნის წერილი“ (S-202). თუ მდივანს არა აქვს რომელიმე პიონერის „დანიშვნის წერილი“, ამის შესახებ მისწერეთ ოფისს.

◼ თუ შესაძლებელია, ლიტერატურის წლიური აღწერა ყველა კრებაში დაახლოებით 2006 წლის 31 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს, ისევე როგორც ლიტერატურაზე პასუხისმგებელი აწარმოებს არსებული ინვენტარის აღრიცხვას ყოველთვიურად; აღწერის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს ლიტერატურის აღწერის ბლანკში (S-18). ჟურნალების საერთო რაოდენობის გაგება შეიძლება ლიტერატურაზე პასუხისმგებელი ძმ(ებ)ისგან. აღწერა უნდა ჩატარდეს პასუხისმგებელი კრების მდივნის მეთვალყურეობით. ბლანკზე ამავე კრების მდივანმა და თავმჯდომარე ზედამხედველმა უნდა მოაწერონ ხელი. ყოველი კრება ლიტერატურის აღსაწერად მიიღებს ბლანკის სამ ეგზემპლარს. გთხოვთ, ორიგინალი გაგზავნოთ საზოგადოების ოფისში არა უგვიანეს 6 სექტემბრისა, საბუთის მეორე ეგზემპლარი არქივში შეინახეთ, მესამე კი სამუშაო ქაღალდად გამოიყენეთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება