თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2006 წლის 25 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2006 წლის 6 ნოემბრით დაწყებული კვირიდან 25 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რა უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიური მუხლების წარდგენისას? [be, გვ. 148, აბზ. 4—გვ. 149, აბზ. 1]
2. რა მეთოდებით შეგვიძლია სიტყვებისა თუ ფრაზების სათანადოდ ხაზგასმა? [be, გვ. 152, აბზ. 1—4]
3. ვინაიდან ღვთის სიტყვის სწავლება საპასუხისმგებლო საქმეა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ „სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა“? (2 ტიმ. 2:15). [be, გვ. 153, აბზ. 1—3, ჩარჩო; გვ. 154, აბზ. 1, 2]
4. როგორ შეგვიძლია გასაგებად განვმარტოთ ბიბლიური მუხლი? [be, გვ. 154, აბზ. 4—გვ. 155, აბზ. 3]
5. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ მსმენელს დავანახვოთ მასალის პრაქტიკული ღირებულება, და რის გაკეთება შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად? [be, გვ. 157, აბზ. 1—4, ჩარჩო; გვ. 158, აბზ. 1]
დავალება №1
6. რა გაგებით იყო სოლომონი შემკრები? [bsi06, გვ. 25, აბზ. 1—3]
7. რა საერთოა „ეკლესიასტესა“ და იესოს სწავლებებს შორის? [bsi06, გვ. 26, აბზ. 16]
8. რა ამტკიცებს იმას, რომ „ქებათა ქება“ კანონიკური წიგნია? [bsi06, გვ. 28, აბზ. 3, 4]
9. როგორ ცხადყოფს მკვდარი ზღვის ხელნაწერები, რომ ესაიას წინასწარმეტყველებამ ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია? [bsi06, გვ. 30, აბზ. 6]
10. რა დაეხმარება გამომსვლელს, რომ არ დასჭირდეს ვრცელი ჩანაწერები? [be, გვ. 42, აბზ. 1]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რა გაგებით ‘ესმით ყველაფერი იეჰოვას მაძიებლებს’? (იგავ. 28:5).
12. რა არის ნაგულისხმები სიტყვებში: „გარჯა დაქანცავს სულელებს“? (ეკლ. 10:15).
13. რა გაგებით იყო შულამელი „ჩაკეტილი ბაღი“ და რა მაგალითს აძლევს ის გასათხოვარ ქალებს? (ქებ. 4:12).
14. ნიშნავს სიტყვები „მოვაგვაროთ საქმეები“, რომ იეჰოვა თავის ხალხთან მორიგებას და დათმობაზე წასვლას აპირებდა? (ეს. 1:18ა).
15. როგორ შესრულდა ესაიას 11:6—9 ძველ დროში და რა შეიძლება ითქვას უფრო ფართო მასშტაბით შესრულებაზე?