საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/07 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 5/07 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებ დაინტერესებულებს, მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა. ივნისში: წიგნები „შემოქმედი“ და „ოჯახური ბედნიერება“. ივლისსა და აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ და „წიგნი ყველასთვის“.

◼ უხუცესთა საბჭომ უნდა გადახედოს 2006 წლის 6 ივლისის წერილს სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით და დარწმუნდნენ, რომ აქვთ ყველა მაუწყებლის უახლესი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. გარდა ამისა, იმ რეგიონებში, სადაც სტიქიური უბედურებები ხდება, ძმებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა სამაშველო სამსახურებს დაუკავშირდნენ კრიტიკულ მომენტში. აგრეთვე ძმებისთვის ძალიან დამხმარეა, როდესაც მაუწყებელი თავისი წიგნის შესწავლის ზედამხედველს ან კრების სხვა რომელიმე უხუცესს ატყობინებს, რომ გარკვეული ხნით მოუწევს საავადმყოფოში წოლა, შვებულების ან მივლინების გამო სხვაგან წასვლა, ან სხვა.

◼ ახალქალაქში აშენდა ახალი სამეფო დარბაზი. 2007 წლის 13 იანვარს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 133 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება