საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/07 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 6/07 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნები „შემოქმედი“ და „ოჯახური ბედნიერება“. ივლისსა და აგვისტოში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ და „წიგნი ყველასთვის“. სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეცადე, პირველივე მონახულებისას დაიწყო ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს მას.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს მარტის, აპრილისა და მაისის კრების საფინანსო ანგარიშები. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება ჩატარებული შემოწმების შესახებ. იხილეთ „კრების საბუღალტრო აღრიცხვის ინსტრუქციები“ (S-27).

◼ ყველა კრებამ და დამოუკიდებელმა ჯგუფმა 2007 წლის 15 ივნისამდე უნდა შეუკვეთონ საჭირო რაოდენობის 2008 წლის კალენდრები და ბროშურები „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. ახალი პუბლიკაციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 2007 წლის 2 აპრილით დათარიღებულ წერილში „განცხადება ყველა კრებას“.

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2007 წლის იანვარში დაფიქსირდა მაუწყებლების უმაღლესი რიცხვი — 16 576. ეს 274-ით აღემატება 2006 წლის ოქტომბერში მიღწეულ მაუწყებლების უმაღლეს რიცხვს. გარდა ამისა, 2007 წლის იანვარში აღინიშნა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2106.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება