საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/07 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 9/07 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა სექტემბერში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეცადე, პირველივე მონახულებისას დაიწყო ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს მას. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს უჩვენე მას ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“. მასთან ერთად იმსჯელე ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეს ბიბლიის შესწავლის დაწყება. ნოემბერში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზე ბროშურა „იფხიზლეთ!“ დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თუ კრების მარაგში არა გაქვთ წიგნები, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“. იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი!“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნი „დაუახლოვდით იეჰოვას“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.

◼ სექტემბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.

◼ ლიტერატურის შეკვეთისას კრებებს შეუძლიათ შეუკვეთონ 2007 წლის „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის აკინძული ტომები, ასევე 2007 წლის «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელი», 2008 წლის წელიწდეული და „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა — 2007“ კომპაქტ-დისკზე. წერილში „განცხადება ყველა კრებას“ ჩამოთვლილი იქნება ენები, რომლებზეც ხელმისაწვდომია ეს პუბლიკაციები. ყველა ეს ნივთი უნდა შეუკვეთოთ 2007 წლის 15 სექტემბრამდე. შეგახსენებთ, რომ „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა — 2007“ განკუთვნილია მხოლოდ კრების მონათლული წევრებისთვის და მისი შეკვეთა მხოლოდ კრების მეშვეობითაა შესაძლებელი.

◼ 2008 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება 31 მარტით დაწყებულ კვირაში. მოხსენების სათაური გამოცხადდება მოგვიანებით. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირას სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან კონგრესი უწევთ, სპეციალური მოხსენება მომდევნო კვირაში წაიკითხება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2008 წლის 31 მარტით დაწყებულ კვირამდე.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს კრების საფინანსო ანგარიშები. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება ჩატარებული შემოწმების შესახებ. იხილეთ „კრების საბუღალტრო აღრიცხვის ინსტრუქციები“ (S - 27).

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2007 წლის აპრილში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2 175. ეს 31-ით აღემატება 2007 წლის მარტში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.

◼ თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 5 მაისს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 187 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება