საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/07 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 12/07 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თუ კრების მარაგში არა გაქვთ წიგნები, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“ იანვარში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი!“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ განსაკუთრებულად ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განსაკუთრებით ეცადეთ, განმეორებით მოინახულოთ ის ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან. მათი მონახულებისას მიზნად გქონდეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის კრების საფინანსო ანგარიშები. ამას ყოველთვის ერთი და იგივე ძმა არ უნდა აკეთებდეს. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება ჩატარებული შემოწმების შესახებ. იხილეთ „კრების საბუღალტრო აღრიცხვის ინსტრუქციები“ (S-27).

◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ 2009 წელს გახსენების საღამო ჩატარდება ხუთშაბათს, 9 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს განცხადება იმ მიზნით კეთდება, რომ ძმებმა შეძლონ წინასწარ იზრუნონ დარბაზების შოვნასა და კონტრაქტების დადებაზე იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს. უხუცესები უნდა მოელაპარაკონ დარბაზების ადმინისტრაციას და შეუთანხმდნენ, რომ იმავე შენობაში დაგეგმილმა სხვა ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარებას.

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ თბილისში, ზემო პლატოზე არსებული სამეფო დარბაზის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დარბაზი აშენდა. 2007 წლის 8 სექტემბერს ამ სამეფო დარბაზების კომპლექსის მიძღვნის პროგრამას დაესწრო 289 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება