განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ განსაკუთრებით ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განსაკუთრებით ეცადეთ, განმეორებით მოინახულოთ ის ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სპეციალურ საჯარო მოხსენებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან. მათი მონახულებისას მიზნად გქონდეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. ივნისში: „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ივლისში: ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „იფხიზლეთ!“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“ და „წიგნი ყველასთვის“.
◼ მარტში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დამხმარე პიონერებად ვიმსახუროთ.
◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ ყველა პიონერის მსახურების ანგარიშებს. თუ რომელიმეს უჭირს საათების ნორმის შესრულება, უხუცესებმა უნდა იზრუნონ დახმარებაზე.
◼ 2008 წლის სპეციალური საჯარო მოხსენების სათაურია „ვინ იქნება საუკეთესო მმართველი?“. იხილე მსგავსი განცხადება 2007 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.
◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2007 წლის სექტემბერში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2 212. ეს 20-ით აღემატება 2007 წლის ივნისში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.
◼ კასპში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 3 სექტემბერს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 157 ადამიანი.