საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/08 გვ. 3
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 5/08 გვ. 3

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განსაკუთრებით ეცადეთ, განმეორებით მოინახულოთ ის ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სპეციალურ საჯარო მოხსენებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან. მათი მონახულებისას მიზნად გქონდეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. ივნისში: წიგნები „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. ივლისსა და აგვისტოში: ბროშურები: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“, „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“. თუ აღნიშნული პუბლიკაციები არა გაქვთ, შეგიძლიათ გაავრცელოთ კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ, რომ პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს მას. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, უჩვენე მას ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ მასთან ერთად იმსჯელე ამ ტრაქტატზე და მიზნად გქონდეს ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ კრების მარაგში გაქვთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, შეგიძლიათ ეს წიგნიც გაავრცელოთ.

◼ უხუცესთა საბჭომ უნდა გადახედოს 2006 წლის 6 ივლისით დათარიღებულ წერილს სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით და დარწმუნდნენ, რომ აქვთ ყველა მაუწყებლის უახლესი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. გარდა ამისა, იმ რეგიონებში, სადაც სტიქიური უბედურებები ხდება, ძმებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა სამაშველო სამსახურებს დაუკავშირდნენ კრიტიკულ მომენტში. აგრეთვე ძმებისთვის ძალიან დამხმარეა, როდესაც მაუწყებელი თავისი წიგნის შესწავლის ზედამხედველს ან კრების სხვა რომელიმე უხუცესს ატყობინებს, რომ გარკვეული ხნით მოუწევს საავადმყოფოში წოლა, შვებულების ან მივლინების გამო სხვაგან წასვლა, ან სხვა.

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2008 წლის იანვარში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 2 333. ეს 22-ით აღემატება 2007 წლის დეკემბერში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.

◼ აგარაში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 3 ნოემბერს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 115 ადამიანი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება