„დარჩით ღვთის სიყვარულში“
1. რა მიზნით გამოიცა წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“?
1 სასიხარულოა, რომ 23 თებერვლით დაწყებული კვირიდან კრების ბიბლიის შესწავლაზე განვიხილავთ ახალ წიგნს „დარჩით ღვთის სიყვარულში“. ხელმძღვანელი საბჭოს წერილი, რომელიც ამ წიგნის დასაწყისშია მოცემული და იეჰოვას თითოეულ მოყვარულს ეძღვნება, შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „გულწრფელად გვჯერა, რომ ეს წიგნი დაგეხმარებათ, კვლავაც ჭეშმარიტების თანახმად იცხოვროთ, ‘დარჩეთ ღვთის სიყვარულში და გონებაში გქონდეთ მარადიული სიცოცხლე’ (იუდა 21)“.
2. რაში დაგვეხმარება ახალი წიგნი?
2 რას გვასწავლის ეს წიგნი: ეს წიგნი გვიხსნის, რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ქორწინებაში და გართობისას, როგორი უნდა იყოს ჩვენი საუბარი, რატომ უნდა დავემორჩილოთ უფლებამოსილთ, როგორი ჩვევები უნდა გვქონდეს და როგორ უნდა ვუყურებდეთ ამა თუ იმ წეს-ჩვეულებას? ეს წიგნი დაგვეხმარება, რომ სინდისი ღვთის სიტყვაში ჩაწერილი სამართლიანი ნორმების თანახმად გავიწაფოთ (ფსალმ. 19:7, 8). რაც უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ და მის თვალსაზრისს ავირეკლავთ, მით მეტად დავემორჩილებით მას და აღძრულები ვიქნებით, ყველაფერში ვასიამოვნოთ (იგავ. 27:11; 1 იოან. 5:3).
3. რატომ უნდა მოვემზადოთ კარგად ყოველკვირეული განხილვისთვის?
3 მიიღე მონაწილეობა: მომზადებისას მიზნად გქონდეს, რომ ღვთის ხალხთან ერთად განადიდო ღმერთი (ებრ. 13:15). ამ ახალ წიგნს მთელი კრება ერთად შევისწავლით. რამდენადაც შეხვედრებზე მას მცირე ნაწილებად განვიხილავთ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საფუძვლიანად მოვემზადოთ და ნასწავლი ერთმანეთს გავუზიაროთ. კარგად მომზადებული, მოკლე კომენტარებით შესწავლას აზრიანსა და ცოცხალს გავხდით და ერთმანეთს სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის წავახალისებთ (ებრ. 10:24). გარდა ამისა, ჩვენი სიხარული სრული იქნება, რადგან კომენტარებში მონაწილეობით ინდივიდუალურად შევძლებთ ჩვენი რწმენის გამოხატვას.
4. რატომ უნდა დავიცვათ იეჰოვას მცნებები?
4 სიკვდილის წინა საღამოს იესომ იეჰოვას მცნებების დაცვა ღვთის სიყვარულში დარჩენასთან დააკავშირა (იოან. 15:10). წიგნი „ღვთის სიყვარული“ დაგვეხმარება, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები და ‘დავრჩეთ ღვთის სიყვარულში’ (იუდ. 21).