თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2009 წლის 23 თებერვლით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2009 წლის 5 იანვრით დაწყებული კვირიდან 23 თებერვლით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. როგორ შეიძლებოდა, რომ პირველ დღეს ყოფილიყო სინათლე, თუ ღმერთმა მნათობები მხოლოდ მეოთხე დღეს შექმნა? (დაბ. 1:3, 16) [w04 1/1 გვ. 28, აბზ. 5].
2. რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ნოეს, სრულყოფილი ადამისგან განსხვავებით, არ უთხრა, რომ დაპატრონებოდა დედამიწას? (დაბ. 9:1) [it-2 გვ. 1095, აბზ. 6 (ინგლ.)].
3. როდის შევიდა ძალაში აბრაამთან დადებული შეთანხმება და რამდენი ხნით? (დაბ. 12:1—4) [w04 1/15 გვ. 26, აბზ. 4; w01 8/15 გვ. 17, აბზ. 13].
4. რა ამტკიცებს იმას, რომ ნიმროდმა და მისმა თანამოაზრეებმა ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს და ‘სახელი ვერ გაითქვეს’? (დაბ. 11:4) [w98 3/15 გვ. 25].
5. რატომ შესთავაზა ლოტმა თავისი ქალიშვილები ბრბოს მაშინ, როცა ის 2 პეტრეს 2:7-ში ‘მართლად’ არის მოხსენიებული? (დაბ. 19:8) [w05 2/1 გვ. 26, აბზ. 15, 16; w04 1/15 გვ. 27, აბზ. 3].
6. რატომ გაუშვა აბრაამმა აგარი და ისმაელი უდაბნოში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღვთისმოშიშმა ქმრებმა უნდა ‘იზრუნონ თავისიანებზე’? (დაბ. 21:10—21; 1 ტიმ. 5:8) [w89 15/7 გვ. 23 (რუს.)].
7. რისი სწავლა შეგვიძლია ელეაზარისგან, რომელმაც, ისაკისთვის ცოლი რომ მოეყვანა, ყველაფერი იეჰოვას ნებასთან შეთანხმებულად გააკეთა? (დაბ. 24:14, 15, 17—19, 26, 27) [w97 1/1 გვ. 31, აბზ. 2 (რუს.)].
8. რა მნიშვნელობა ჰქონდა იაკობის მიერ ნანახ სიზმარს, რომელშიც ‘ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ კიბეზე’? (დაბ. 28:10—13) [w03 10/15 გვ. 29, აბზ. 1; it-2 გვ. 189 (ინგლ.)].
9. რატომ უნდოდა რახელს ასე ძალიან ლეას ვაჟის მიერ მოტანილი მანდრაგორები? (დაბ. 30:14, 15) [w04 1/15 გვ. 28, აბზ. 7].
10. რატომ არის იაკობის შემთხვევა უთანხმოების მოგვარების საუკეთესო მაგალითი? (დაბ. 33:3, 4) [g82 2/22 გვ. 19, აბზ. 8—10 (ინგლ.)].