განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ მათ, ვინც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა.
◼ კრებებმა მიღებისთანავე უნდა დაარიგონ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები. ეს საშუალებას მისცემს მაუწყებლებს, გავრცელებამდე გაეცნონ ჟურნალებს.
◼ ბათუმში აშენდა სამეფო დარბაზი. მიძღვნის პროგრამა ჩატარდა 2008 წლის 1 ნოემბერს.