თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2009 წლის 27 აპრილით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2009 წლის 2 მარტით დაწყებული კვირიდან 27 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. როგორ უმკლავდებოდა იოსები ცდუნებას, რომელსაც ყოველდღე ხვდებოდა? (დაბ. 39:7—12) [lv გვ. 105, აბზ. 18 — გვ. 106, აბზ. 20].
2. რა არის ბიბლიაში ნათქვამი დაბადების დღეებზე? (დაბ. 40:20—22) [lv გვ. 150, აბზ. 9 — გვ. 151, აბზ. 11].
3. როგორ დაგვეხმარება იოსების მაგალითი, ვაპატიოთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა? (დაბ. 45:4, 5) [w 99 1/1 გვ. 31, აბზ. 2, 3].
4. რა გავლენა იქონია ისრაელებზე იოსების სიტყვებმა: „წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან“? (დაბ. 50:25) [w 07 6/1 გვ. 28, აბზ. 10].
5. რა დაგვეხმარება, რომ რთულ დავალებას თავი გავართვათ? (გამ. 4:10, 13) [w 04 3/15 გვ. 25, აბზ. 4].
6. რა მოჰყვა შედეგად იეჰოვას მიერ ფარაონის დასჯას და დღეს რა მსგავსი მოვლენები ხდება? (გამ. 9:13—16) [w 05 5/15 გვ. 21, აბზ. 8].
7. რა მნიშვნელობა აქვს გამოსვლის 14:30, 31-ში ჩაწერილ სიტყვებს ჩვენთვის? [w 04 3/15 გვ. 26, აბზ. 5].
8. როგორც გამოსვლის 16:1—3-ში ჩაწერილი შემთხვევიდან ჩანს, რა საშიშროება ახლავს დრტვინვას? [w 93 3/15 გვ. 20, აბზ. 3 — გვ. 21, აბზ. 1].
9. გამოსვლის 19:5, 6-ში მოხსენიებული კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების თანახმად, რა გაგებით იყო ისრაელი „მღვდლების სამეფო და წმინდა ერი“? [br-10 გვ. 9, აბზ. 8].
10. რა გაგებით აღემატება მეათე მცნება ადამიანთა კანონებს? (გამ. 20:17) [w 06 6/15 გვ. 23, აბზ. 16].