საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/09 გვ. 4
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 5/09 გვ. 4

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ მათ, ვინც გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა. ივნისში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი, შეგიძლიათ შესთავაზოთ ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი.

◼ როდესაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ კრების შეხვედრებზე ან რომელიმე კონგრესზე დასწრებას, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას ზედამხედველობს. ფილიალების მისამართების ნახვა შეიძლება მიმდინარე წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.

◼ კრებებს შეუძლიათ საჭირო ცვლილებების მოხდენა საოლქო კონგრესზე — „იფხიზლეთ!“ — დასწრებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ დრო გამოყოთ კონგრესზე დასწრებასთან დაკავშირებით რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს შეგიძლიათ გაიმეოროთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრები, რომლებიც დამხმარე აღმოჩნდა მაუწყებლებისთვის სამქადაგებლო მსახურებაში.

◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2009 წლის 24 იანვარს ზესტაფონში ჩატარდა სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება